სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "უკრაინულად რო მეთქვა, ხო გაიგებდი u bitch" - რა შეემთხვა რუსთან ქართველს

    "უკრაინულად რო მეთქვა, ხო გაიგებდი u bitch" - რა შეემთხვა რუსთან ქართველს
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟურნალისტი, ნინო ჟვანია, სოციალურ ქსელში რუსების შესახებ ძალიან უცნაურ პოსტს აქვეყნებს:

    "ჩემი ფრენდის irinka aliashvilis პოსტს ვაკოპირებ. ყველამ ვიცით აქ ჩამოძნეყვებული რუსების უტიფრობებზე ისტორიები. ზოგი მოკრძალებულად კი იქცევა, დაკომპლექსებულიასავით, მაგრამ ბევრი ისე კისკისით და ლაღად ათამაშებს ტრაკუცუნებს კაფეებში თავიანთ გოიმურ სიმღერებზე, რომ გული აგერევა. მაგრამ ამ ამარზენი ისტორიით სრულიად შოკირებული ვარ. ზუსტად ვიცი მე იქ რაც დამემართებოდა. რა შარში ვართ ხალხო ხვდებით მაინც?

    დღეს გასართობ ცენტრში ყოფნისას, ლაზარე შევიყვანე ტუალეტში და რადგან მე შევიყვანე, ბუნებრივია, ქალებისაში წავიყვანე. დამხვდა სლავური გარეგნობის გოგო პატარა გოგონასთან ერთად. მე კი ამ დროს შარიანი ვხდები ხოლმე მომენტალურად, მაგრამ ამჯერად მართლა ზრდილობიანად შევედი, დაჟე გავუღიმე კიდეც ამ დროს ეს გოგო ძააან უკმეხად მეკითხება რუსულად, რომ ეს რომ გოგოების ტუალეტია, ბიჭი რა პონტში შემოიყვანეო
    მეთქი, არ მესმის რუსული, გასაგებ ენაზე მითხარი, ქართულად ვეუბნები
    ვერ გავიგეო, მანიშნა.

    ინგლისურად გავუმეორე, არ მესმის, რა მითხარითქო.
    ამ ნაგლმა რა მიპასუხა ინგლისურადვე? უკრაინულად რო მეთქვა, ხო გაიგებდი u bitch-ო???
    ისიც პატარა ბავშვით იყო და მეც, თან, ვინც ჩემს შვილს იცნობს, იცის, რომ პატარა დაძაბულობაზეც კი ცრემლებს ყრის, ამიტომ მოვერიდე იმ მართლა bitch-ის ქერა თმით თრევას, თორემ ღირსი კი იყო."
    - წერს ნინო ჟვანია.