სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მას მერე ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი" - როგორ გაიგეს კვარაცხელიას მშობლებმა შვილის გარდაცვალების შესახებ

    "მას მერე ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი" - როგორ გაიგეს კვარაცხელიას მშობლებმა შვილის გარდაცვალების შესახებ
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჩაცხრილული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე, იხსენებს, თუ როგორ შეიტყო შვილის მკვლელობის და შემდეგ უკვე მისი გარდაცვალების შესახებ.

    "იმ საბედისწერო დღეს 15 სექტემბერს, ნიკოს მშობლებმა გავუგზავნეთ სათვალე. მომივიდა მესიჯი, რომ ნიკომ მიიღო სათვალე… მე და ჩემი მეუღლე ველით ნიკოს ფოტოს, როგორ მოიხდენს სათვალეს და ნიკო არ გვიგზავნის ფოტოს."

    "ტელევიზორი ჩავრთეთ და საინფორმაციოს ყურება დავიწყეთ. არასოდეს დამავიწყდება საინფორმაციო, რომელში წამყვანმა თქვა, რომ ვერაზე 18 წლის ახალგაზრდა ნიკა კვარაცხელია ჩაცხრილეს… ეს იყო შოკი… შემდეგ გავიგეთ, რომ ნიკო საავადმყოფოში, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა."

    "შემდეგ ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები. მეორე დღესვე ჩამოვფრინდი და გზაში უკვე დადგა ის ფაქტი, რაც დადგა. არის ურთულესი თვეები და დღეები, რომელბსაც ნიკოს ოჯახი მის გარეშე განვიცდით." - განაცხადა ნიკო კვარაცხელიას დედამ "ფორმულას" ერთ-ერთ გადაცემაში.