სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: „ბავშვი პირველად რომ ვნახე, ეს დამემართა...“ - გიორგი გაბუნიას ემოციური საუბარი შვილზე

    VIDEO: „ბავშვი პირველად რომ ვნახე, ეს დამემართა...“ - გიორგი გაბუნიას ემოციური საუბარი შვილზე
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია რამდენიმე თვის წინ მამა გახდა. მას ულამაზესი კირა შეეძინა.

    „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ წამყვანი გიორგი გაბუნია გადაცემა „ჩვენ ოჯახს“ სტუმრობდა, სადაც მამობაზე ისაუბრა.

    „ზოგადად ძალიან ემოციური ვარ.. ნინისაც ვთხოვე, თუ არ გეწყინება, გარეთ ვიქნები-მეთქი. ბავშვი პირველად რომ ვნახე და ექთანმა მომაწოდა ხელში დასაკავებლად, შემეშინდა და სუნთქვა შემეკრა.. ძალიან ცუდად ვიყავი იმ მომენტში.

    მე რაც 9 თვის განმავლობაში ვნახე, ზოგადად დედა რასაც აკეთებს შვილისთვის, შეიძლება 60 და 70%-ით წაიღოს მამამ და ცოტა დედა დაასვენოს. იმ 9 თვის განმავლობაში დედა წვალობს, უძილო ღამეები აქვს, ვერ ჭამს, ვერაფერს აკეთებს..

    მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სახლში ძალიან ადრე მივიდე. როდესაც ბავშვი იღვიძებს ღამით და ნინის ძინავს, ვცდილობ, რომ არ გავაღვიძო და ბავშვი დამყავს ხელში. რამდენიმე დღის წინ მასწავლეს, საჭმელი როგორ უნდა მოვუმზადო.

    ცხვირს ცხვირზე მივადებ ხოლმე ბავშვს, ვეთამაშები და ინაბება. შეჭმა მინდა მაგრამ ვიცი, რომ არ შეიძლება“, – ამბობს გიორგი გაბუნია.