სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენნაირ მოღალატეს ეს დაემართოს" - რას ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

    "ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენნაირ მოღალატეს ეს დაემართოს" - რას ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “ტაბულას” დამფუძნებელიმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა მიხეილ სააკაშვილს მიმართა.

    “ღამურა” რომ კარგად გესწავლა ბავშვობაში და საკუთარ თავზე შავრაზმულ რეაქციად არ გადაქცეულიყავი, ასეთ სამარცხვინო დღეში არ იქნებოდი"

    როგორც ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის წლების წინ მიხვდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი “შეუქცევადი დეგრადაციის სტადიაში” გადავიდა, ამის დასადასტურებლად კი, 2013 წელს დაწერილ პოსტს აქვეყნებს.

    მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ სააკაშვილმა ძალაუფლება ვერასდროს დაიბრუნოს. ასე აგიხდეს ყველაფერი კარგი. ღამურა რომ კარგად გესწავლა ბავშვობაში და საკუთარ თავზე შავრაზმულ რეაქციად არ გადაქცეულიყავი, ასეთ სამარცხვინო დღეში არ იქნებოდი.

    მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენნაირმა მოღალატემ ძალაუფლება ვერასოდეს დაიბრუნოს. სქრინი შემხვდა მემორიში და არ შემეძლო არ შემეხსენებინა, როდის მივხვდი რომ შეუქცევადი დეგრადაციის სტადიაში გადახვედი.” - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.