სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მშობლებო, გამოიჩინეთ სიფრთხილე! - "ახასიათებს 5-6-დღიანი მაღალი ცხელება"

    მშობლებო, გამოიჩინეთ სიფრთხილე! - "ახასიათებს 5-6-დღიანი მაღალი ცხელება"
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით ქვეყანაში ახალი სახლის ვირუსი არ დაფიქსირებულა.

    ვირუსები, რომლებიც ახლა არსებობს ზამთრის ვირუსების გაგრძელებაა და არაფერი ახალი.

    „ამჟამად ინფექციების ფართო სპექტრია გავრცელებული. ეს არის მაგალითად ჩუტყვავილა, ქუნთრუშა, ასევე მომატებულია მონონუკლეოზის შემთხვევები. გარდა ამისა არის რესპირატორული ვირუსული ინფექციები. ყველა ამ ინფექციების გარდა კიდევ არის 5-6-დღიანი მაღალი ცხელებით მიმდინარე ბაქტერიული ინფექციები. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ბაქტერიული ინფექციის დროს, თუ სკრინინგი და კვლევა არ ჩატარდა სხვანაირად მისი დიფერენცირება არ შეიძლება“, - აღნიშნა პედიატრმა.