სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა ინფორმაცია ვრცელდება ბრუნო მარსის კონცერტთან დაკავშირებით

    რა ინფორმაცია ვრცელდება ბრუნო მარსის კონცერტთან დაკავშირებით
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    წელს Bruno Mars-ს ევროპაში ტურნე არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ვინმე მისი კონცერტითაა დაინტერესებული, მთელი მსოფლიოდან საქართველოში მოიყრის თავს, - ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

    მისივე თქმით, Black Sea Arena-ს გვერდზე შეინიშნება ინტერესი ისეთი შორეული ქვეყნებიდან, როგორიცაა ბრაზილია.

    „ასეთ კონცერტებს განსაკუთრებული ნიშა აქვს, რადგან დიდი შანსია, საქართველოში ჩამოვიყვანოთ ისეთი მოგზაური, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ გეგმავდა ჩამოსვლას. მთლიანობაში, Starring Georgia-ს ფარგლებში ველოდებით 150 000 სტუმარს, რაც 150 000 ლარზე მეტი იქნება საქართველოს ბიუჯეტში შემოსავალი“, - განაცხადა ომიაძემ.

    მსმენელს Bruno Mars-ის მოსმენის საშუალება პირველად 1-ელ ოქტომბერს, „Starring Georgia- ს“ ფარგლებში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეეძლება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომი 20 ივნისს იქნება.

    Starring Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც Black Sea Arena-ს გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.