სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ლუკა გაგნიძე: "ხვიჩასგან განსხვავებით, მე მთელი გუნდის მოტყუება არ მსურს"

    ლუკა გაგნიძე: "ხვიჩასგან განსხვავებით, მე მთელი გუნდის მოტყუება არ მსურს"
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა გაგნიძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ "დინამო მოსკოვში" დაბრუნდა, რუსულ კლუბს ინტერვიუ მისცა, სადაც საკუთარ თავზე ისაუბრა:

    "ჩემთვის კომფორტულია როგორც საყრდენი, ისე შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე გამოსვლა, მაგრამ ვითამაშებ იქ, სადაც გუნდისთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანას შევძლებ. რაც შეეხება დარტყმას, ეს მარჯვენა ფეხით ცოტა უფრო უკეთესად გამომდის - 60-40-ზე. რა თქმა უნდა, ვავარჯიშებ მარცხენასაც, რადგან ჩემი პოზიციის მოთამაშეს ორივე ფეხით ერთნაირად კარგად თამაში მართებს.

    ხვიჩასგან განსხვავებით, მე არ მაქვს მთელი გუნდის მოტყუებისა და ჩემი დრიბლინგის ყველასთვის ჩვენების სურვილი. ყოველთვის ვმოქმედებ სიტუაციის შესაბამისად, ხშირად ვაკეთებ პასს. ასე რომ, საყვარელი ფინტი არ მაქვს

    მარტო ცხოვრებას შეჩვეული ვარ და ამ კუთხით ყველაფერი ბუნებრივადაა. რა თქმა უნდა, რუსეთი სხვა ქვეყანაა და გარკვეულწილად, შეჩვევა დამჭირდა, მაგრამ ახლა უკვე სრულებით ადაპტირებული ვარ და ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია. მთელ დროს ფეხბურთს ვუთმობ და რუსული ენის შესასწავლად დრო ჯერჯერობით არ მაქვს. რაღაც-რაღაცებს თანაგუნდელებთან ურთიერთობისას ვეუფლები და როდესაც საუბრობენ, მათი მესმის", - განაცხადა ლუკამ.