სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „დამერწმუნე, ჩემს იმერეთს ერთხელ ნახავ, მერე მჯერა, ვერასოდეს დაივიწყებ“ - ფოტორეპორტაჟი „გემო-ფესტიდან“

    „დამერწმუნე, ჩემს იმერეთს ერთხელ ნახავ, მერე მჯერა, ვერასოდეს დაივიწყებ“ - ფოტორეპორტაჟი „გემო-ფესტიდან“
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „სუროს ბაწრით კლდიდან კლდეზე ფრთხილად გახვალ,

    როს ქარაფთან საალერსოდ ქარი გიწვევს.

    დამერწმუნე, ჩემს იმერეთს ერთხელ ნახავ

    მერე, მჯერა, ვერასოდეს დაივიწყებ“

    ბევრი ვიფიქრე, როგორი შესავალი გამეკეთებინა ჩემი სტატიისთვის, რომელიც იმერული სამზარეულოს დიდებულებაზე მოგიყვებოდათ, მაგრამ არ არსებობს სიტყვა, რომელიც გემოს აღქმას ისე ზუსტად გადმოსცემს, როგორც ადგილზე ნანახი და დაგემოვნებული.

    იმერეთში თუ მოხვდებით, სტუმართმოყვარე დიასახლისის გარდა, სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ იმერული კერძების გემო... ჭყინტი ყველით გამომცხვარი ხაჭაპური, წიწილა ახალ ტყემალში და შქმერული კეცზე... და მერე ნიგვზიანი ფხალეულები, რომელიც იმერლებზე უკეთ ნაკლებად თუ გამოსდის ვინმეს.

    ტურისმის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქუთაისში „გემო-ფესტი“ გრძელდება. გასტრონომიული ფესტივალი იმერული სტუმარ-მასპინძლობით და კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ იმერულ გემოებს როგორც ადგილობრივები, ასევე საერთაშორისო ტურისტებიც დააგემოვნებენ და დარწმუნებული ვარ, არც არასდროს დაავიწყდებათ

    ნახეთ ფოტორეპორტაჟი იმერეთიდან


    „დამერწმუნე, ჩემს იმერეთს ერთხელ ნახავ, მერე მჯერა, ვერასოდეს დაივიწყებ“ - ფოტორეპორტაჟი „გემო-ფესტიდან“