სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბრაზილიაში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა - ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

    ბრაზილიაში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა - ევაკუირებულია ათასობით ადამიანი
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბრაზილიაში ციკლონის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის არის 4 თვის ჩვილი. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიუ-გრანდე-დუ სული დააზარალა.

    დატბორილია შტატის რამდენიმე ქალაქი, 20 ადგილობრივის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კი ამ დრომდე მიმდინარეობს. 40-მდე მუნიციპალიტეტში ათასობით ადამიანია ევაკუირებული.

    შტატის რამდენიმე გზა ამ დრომდე დაკეტილია. მოსახლეობას შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგიაც.