სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ოკუპირებულ აფხაზეთში მეორე დღეა გაუჩინარებულ ბავშვს ეძებენ

    ოკუპირებულ აფხაზეთში მეორე დღეა გაუჩინარებულ ბავშვს ეძებენ
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუდაუთის რაიონის მდინარე გეგაში გაუჩინარებულ ბავშვს ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე მეორე დღეა ეძებენ.

    აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით,გეგას ჩანჩქერის მიდამოებში, მდინარე გეგას ძლიერმა დინებამ ბავშვი გუშინ საღამოს გაიტაცა.

    მომხდარის შესახებ შეტყობინება უწყებამ 20 საათსა და 34 წუთზე მიიღო.

    სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

    ადგილზე ჩავიდა ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიცინია.