სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "ვეკნას შანსი არ აქვს" - World Rugby-ს სახალისო კომენტარი აბჟანდაძის ლელოზე

    VIDEO: "ვეკნას შანსი არ აქვს" - World Rugby-ს სახალისო კომენტარი აბჟანდაძის ლელოზე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსოფლიო რაგბიმ ტიკ ტოკზე თედო აბჟანდაძის მიერ იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დადებული პირველი ლელოს ვიდეო გამოაქვეყნა.

    ლელოს დადებაში დავით ნინიაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა, რადგან ბურთი ჰაერიდან ოსტატურად ჩამოიღო და არაერთი მეტოქე ჩამოიშორა.

    პოსტის კომენტარებში ერთ-ერთმა გამომწერმა დაწერა: "როცა ვეკნას გაურბიხარ".

    მსოფლიო რაგბიმ კი ასე უპასუხა: "ვეკნას შანსი არ აქვს".

    ცნობისთვის, ვეკნა ნეთფლიქსის პოპულარული სერიალის, Stranger Things, მთავარი ანტიგმირია, რომელიც გონების კონტროლის მეშვეობით კლავს ადამიანებს.

    მისგან გაქცევას ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ცდილობს. მსოფლიო რაგბის ვიდეოს მუსიკად სწორედ ამ სერიალის საუნდრეკი ადევს.