სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მძღოლების საყურადღებოდ! დღეს ამ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

    მძღოლების საყურადღებოდ! დღეს ამ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    19 ივნისს დღის გარკვეულ პერიოდში კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალება.

    მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ177-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც, 2023 წლის 19 ივნისს 08:00 საათიდა 16:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

    აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.