სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "როცა იგებენ, რომ მიშას შვილი ვარ, მოულოდნელობისგან ამას აკეთებენ" - მიშა გომიაშვილის ქალიშვილის ემოციური განცხადება

    "როცა იგებენ, რომ მიშას შვილი ვარ, მოულოდნელობისგან ამას აკეთებენ" - მიშა გომიაშვილის ქალიშვილის ემოციური განცხადება
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსა­ხი­ო­ბე­ბის ოჯახ­ში და­ბა­დე­ბულ­მა პრო­ფე­სი­ად ეკო­ნო­მის­ტო­ბა გა­და­წყვი­ტა, რი­თაც მამა ცოტა გა­ო­ცე­ბუ­ლი და­ტო­ვა, მაგ­რამ მამა, მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი დე­მოკ­რა­ტი იყო და მის არ­ჩე­ვანს არ შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბია. შემ­დეგ კი­ნო­რე­ჟი­სუ­რა და დრა­მა­ტურ­გი­აც ის­წავ­ლა. 5 წელი თე­ატ­რში სან­დრო მრევ­ლიშ­ვილ­თან, თა­ნა­შემ­წედ იმუ­შა­ვა. ბა­ტო­ნი სან­დროს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი თე­ატ­რი­დან წა­მო­ვი­და. ამ ეტაპ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვე­ბის კომ­პა­ნი­ა­შია, საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ბა­ჟო დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით უწევს.

    ნა­ტა­ლია გო­მი­აშ­ვი­ლი მიშა გო­მი­აშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი შვი­ლია და ახლა AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რია:

    - სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლი­სა და მისი მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბაც რო­გო­რი სა­ო­ცა­რი ტრა­გე­დია იყო. მე­უღ­ლე­ე­ბი რამ­დე­ნი­მე წუ­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით და ერთ დღეს რომ გარ­და­იც­ვალ­ნენ...

    - ნამ­დვი­ლად დიდი ტრა­გე­დია იყო. ბა­ტო­ნი სან­დროს მე­უღ­ლე ჩემი ნათ­ლია გახ­ლდათ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემი მე­ო­რე დედა... დე­და­მაც (ნინო კვი­ტა­ტი­ა­ნი) და მა­მა­მაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მაგ თე­ატ­რში და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა. ისი­ნი ჯგუ­ფე­ლე­ბი იყ­ვნენ, ლილი იო­სე­ლი­ა­ნის სტუ­დენ­ტე­ბი... სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის თე­ატ­რი ჩემ­თვის ოჯა­ხი­ვით იყო და ოჯა­ხე­ბი­თაც ვახ­ლობ­ლობ­დით.

    ამ ეტაპ­ზე თე­ატრთან აღარ ვთა­ნამ­შრომ­ლობ, სულ სხვა საქ­მეს ვა­კე­თებ, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულს და ჩემი ცხოვ­რე­ბაც ახლა ასე­თია. სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვად არ ვარ თე­ატრთან ახ­ლოს, თო­რემ თე­ატ­რი რომ ჩემი გა­რე­მოა და ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი, ამას რად უნდა ლა­პა­რა­კი. ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რიც თე­ატრს უკავ­შირ­დე­ბა. მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი ყვე­ლა­ნი ამ სფე­რო­დან არი­ან. ამ სამ­ყა­რომ მომ­ცა სა­ო­ცა­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მე­გობ­რო­ბა, გვერ­დში დგო­მა, ცხოვ­რე­ბა სხვა­ნა­ი­რად და­მა­ნა­ხა. მერე ბა­ტო­ნი სან­დროს თე­ატ­რში ხომ გა­მორ­ჩე­უ­ლად ოჯა­ხუ­რი, მე­გობ­რუ­ლი ატ­მოს­ფე­რო იყო.

    - სამ­წუ­ხა­როდ, ცოტა ხნის წინ მამა და­კარ­გეთ, გე­ნი­ა­ლუ­რი არ­ტის­ტი მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი. რო­გო­რია მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა?

    - ამას­თან შე­გუ­ე­ბუ­ლი ჯერ არ ვარ, ძა­ლი­ან ცოტა დრო გა­ვი­და... რთუ­ლია, მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა და მწა­რეა. რაც მთა­ვა­რია, ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბაა რთუ­ლი. იმა­ზე არ ვფიქ­რობ, რომ მიშა აღარ არის...

    თქვენ ბოლო სა­უ­ბარს ხომ არ გა­იხ­სე­ნებთ?

    - ამ ზა­ფხულს და­სას­ვე­ნებ­ლად რომ ვი­ყა­ვი, მი­შას ვი­დე­ო­ზა­რით ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით. ერთ-ერთ ჯერ­ზე და­მი­რე­კა და ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვი­ლა­პა­რა­კეთ. რა­ტომ­ღაც თა­ვი­სი ბავ­შვო­ბის ამ­ბებს, ბავ­შვო­ბის კუ­რი­ო­ზებს მიყ­ვე­ბო­და, მა­მას იხ­სე­ნებ­და... ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს ჰყვე­ბო­და და ვცა­დე, ჩა­მე­წე­რა. „აი­ფო­ნი“ მაქვს, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ თურ­მე ხმას არ იწერს... დამ­რჩა მხო­ლოდ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა... გული დამ­წყდა, რა მოხ­დე­ბო­და, რომ ის ლა­პა­რა­კი ჩა­ე­წე­რა-მეთ­ქი... ...ასე­ვე ზა­ფხულ­ში ასე­ვე ტრე­ნინგზე ვი­ყა­ვი და იქ და­მი­რე­კა. ვუ­თხა­რი - ტრე­ნინგზე ვარ-მეთ­ქი და გა­ვუ­თი­შე. მერე გა­და­ვუ­რე­კე და ასე მე­ხუმ­რა: - რა ამ­ბა­ვია, ამ­დე­ნი „ტრე­ნი­როვ­კე­ბი“, ხომ ხე­დავ, პე­წია მშვე­ნი­ე­რა­ძემ იმ­დე­ნი „იტ­რე­ნი­როვ­კა“ რამ­ხე­ლა გახ­დაო (დიდი აღ­ნა­გო­ბის წყალ­ბურ­თე­ლი იყო. - ლ.ფ.) და მისი ფო­ტოც გა­მო­მიგ­ზავ­ნა და და­ა­ყო­ლა - მამი, პა­ტა­რა გოგო ხარ, მშვე­ნი­ე­რი, ლა­მა­ზი, და­ა­ნე­ბე ამ „ტრე­ნი­როვ­კებს“ თა­ვიო.

    ბა­ბუ­ას­თან, გე­ნი­ა­ლურ არ­ტის­ტთან, არ­ჩილ გო­მი­აშ­ვილ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ?

    - ბა­ბუ­ას­თან ზა­ფხულ­ში და ხან­და­ხან სა­ა­ხალ­წლოდ ჩავ­დი­ო­დი მოს­კოვ­ში... 18 წე­ლია, ის აღარ არის, თუმ­ცა ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბას ასე შე­მორ­ჩა - ბა­ბუა, რო­მე­ლიც სულ მუ­შა­ობ­და რეს­ტო­რან­ში, ან თა­ვის დიდ მა­გი­დას­თან იჯდა, ან დარ­ბაზ­ში, სტუმ­რებს მას­პინ­ძლობ­და, ყვე­ლას ესა­უბ­რე­ბო­და. პი­რა­დი, ოჯა­ხუ­რი მო­გო­ნე­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად მაქვს ბა­ბუ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გა­ნაც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რომ გარ­და­იც­ვა­ლა.

    - რას ნიშ­ნავს ზო­გა­დად ის, რომ ასეთ ოჯახ­ში და­ი­ბა­დეთ, ამ­დე­ნი არ­ტის­ტის გა­რე­მოც­ვა­ში გა­ი­ზარ­დეთ?


    - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, უბ­რა­ლოდ, ამ ყვე­ლა­ფერს ერთი და­მა­ტე­ბი­თი რამ ახ­ლავს, ხალ­ხს უყ­ვარ­და ისი­ნი, მათ ნი­ჭი­ე­რე­ბას აღი­ა­რებ­დნენ. ცოტა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მი არ გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ ამა­ყი ვარ, რომ ასეთ ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე... სი­ა­მა­ყეს­თან ერ­თად, რა თქმა უნდა, სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე მათი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, თუ კარ­გი ადა­მი­ა­ნო­ბა წინ გხვდე­ბა. ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც არ იცი­ან, რომ მი­შას შვი­ლი ვარ, რომ იგე­ბენ, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან იბ­ნე­ვი­ან. ყო­ფი­ლა ასე­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც უკი­თხავთ, მიშა შენი ნა­თე­სა­ვი ხომ არ არის? ან ხომ არ იც­ნობ? მა­მაა, რომ ვპა­სუ­ხობ­დი, იყო სა­სი­ა­მოვ­ნო გა­ო­ცე­ბა, სი­ხა­რუ­ლი.

    მა­მას ხა­სი­ა­თით გავ­ხართ?

    - რო­გორც ამ­ბო­ბენ, ყვე­ლაფ­რით - ფი­ზი­კუ­რა­დაც და ხა­სი­ა­თი­თაც ვგა­ვარ. ისე, რთუ­ლია, თვი­თონ მი­ამ­სგავ­სო მშო­ბელს შენი თავი, მაგ­რამ თვი­სე­ბე­ბით, გე­მოვ­ნე­ბით, ინ­ტე­რე­სე­ბით მსგავ­სე­ბა არის...

    - პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას მა­მამ რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მოგ­ცათ?

    - არას­დროს ერე­ო­და არც ჩემი და არც ჩემი ძმის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში. შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცა­ზე გვე­სა­უბ­რა, რჩე­ვა მო­ე­ცა, მაგ­რამ ისე, რომ ჩა­რე­უ­ლი­ყო ჩვენს საქ­მე­ში, ასე­თი არ ყო­ფი­ლა. პა­ტივს სცემ­და ჩვენს პი­რად შე­ხე­დუ­ლე­ბას, ცხოვ­რე­ბას, არ­ჩე­ვანს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ...მი­შას პა­ნაშ­ვიდ­ზე მის­მა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, შენ­ზე ასე ამ­ბობ­და - მე რომ ვერ შევ­დი­ვარ, იმ კარ­ში შე­დი­სო.

    - ანუ ჩემ­ზე ყო­ჩა­ღი­აო, ხომ?

    - ყვე­ლა მა­მას ხომ უნდა, რომ შვი­ლი მას­ზე მა­გა­რი იყოს... ჩემი და ჩემი ძმის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ორი­ვეს პა­ტივს სცემ­და. მიდი შენ და მე რაც შე­მიძ­ლია, შენ­თან ვარ - ამ ამ­ბავ­ში ალ­ბათ არას­ტან­დარ­ტუ­ლი იყო.

    სი­ფი­ცხე არ ახა­სი­ა­თებ­და?

    - ფი­ცხიც იყო, ხმა­უ­რი­ა­ნიც, გაბ­რაზ­დე­ბო­და, მერე გა­და­უვ­ლი­და და გა­ი­ცი­ნებ­და, მაგ­რამ ისე, რომ ჩემ­თვის ეჩხუ­ბა, ან და­ვე­ტუქ­სე, არც ასე­თი ყო­ფი­ლა. ვმე­გობ­რობ­დით. მე ჩემ­სას ვუყ­ვე­ბო­დი, ის თა­ვი­სას ჰყვე­ბო­და. ეკო­ნო­მი­ურ­ზე რომ ჩა­ვა­ბა­რე, ძა­ლი­ან და­იბ­ნა,- სად აბა­რე­ბო? ჰო, ნუ, რა ვიცი, კარ­გიო. მერე კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო­ზე რომ და­ვი­წყე სწავ­ლა „თე­ატ­რა­ლურ­ში,“ მა­შინ უნი­ვერ­სი­ტე­ტი თვი­თო­ნაც ჰქონ­და გახ­სნი­ლი და ჩემ­თან რა­ტომ არ ჩა­ა­ბა­რეო? მა­მას­თან არ შე­იძ­ლე­ბა სწავ­ლა-მეთ­ქი.

    - რო­გორ აფა­სებთ მა­მას, რო­გორც მსა­ხი­ობს...

    - ძნე­ლია მა­მა­ზე ასე სა­უ­ბა­რი... გარ­და იმი­სა, რომ მე აღარ მყავს მამა, გვერ­დში მე­გო­ბა­რი, სულ მაქვს გრძნო­ბა, რამ­დე­ნი რა­მის გა­კე­თე­ბა ვერ მო­ას­წრო და კი­დევ რამ­დე­ნი უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ბევ­რჯერ იტყო­და კი­დევ კარგ სი­ტყვას. პრო­ექ­ტე­ბი უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, რო­მელ­შიც უნდა ჩარ­თუ­ლი­ყო... გულ­სატ­კე­ნია, რომ ვერ მო­ას­წრო.

    - დედა, ნინო კვი­ტა­ტი­ა­ნი, მსა­ხი­ო­ბია. მას­ზე რას გვე­ტყვით?


    - სან­დროს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ დე­დაც აღარ არის თე­ატ­რში, წა­მო­ვი­და და ამ ეტაპ­ზე თე­ატ­რში არ­სად არ არის. თვი­თონ ასე გა­და­წყვი­ტა. არ მგო­ნია, მისი ასე ყოფ­ნა დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს... დე­და­ზეც ფაქ­ტობ­რი­ვად, იმა­ვეს ვი­ტყვი. არ ვიცი, ერ­თმა­ნე­თის­გან ის­წავ­ლეს ეს, თუ ასე და­ემ­თხვა, რომ ორი­ვე ასე­თი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, დე­დაც ზუს­ტად ისე­თი­ვეა. არ ერე­ვა შენს საქ­მე­ში, მაგ­რამ მუდ­მი­ვად შენ გვერ­დი­თაა. მშვი­დი, თბი­ლი, კარ­გი დე­დაა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ალ­ბათ ისაა, რომ ნე­ბის­მი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში მშობ­ლე­ბი მხარს გი­ჭე­რენ. ამას ვგრძნობ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. ისე, ამა­ზე სულ ვხუმ­რობ ხოლ­მე, რა­ღაც­ნა­ი­რად ჭკუა იხ­მა­რეს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მე და­მა­კის­რეს-მეთ­ქი. აბა, სხვა რა ჰქვია იმას, როცა ორი­ვე გე­უბ­ნე­ბა, შენ ხარ ჭკვი­ა­ნი, გენ­დო­ბი, ცუდს არ გა­ა­კე­თებ, მუდ­მი­ვად ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით რომ ხარ.

    მიშა გო­მი­აშ­ვი­ლის ცო­ლე­ბის თემა პრე­სის და კუ­ლუ­ა­რებ­ში სა­სა­უბ­რო სულ იყო... თქვენ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გქონ­დათ ამა­ზე?

    - მიშა არ იყო მო­ღა­ლა­ტე. იყო ერ­თგუ­ლი, თუ უყ­ვარ­და, უყ­ვარ­და ბო­ლომ­დე, მი­მამ­ჩნია, რომ კარ­გი ქმა­რი, კარ­გი მამა და ადა­მი­ა­ნი იყო. ტყუ­ილ­ში ცხოვ­რე­ბა არ შე­ეძ­ლო. თუმ­ცა მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი თვი­თო­ნაც დი­დად არ უყ­ვარ­და...

    - ვიცი, რომ გყავთ უმ­ცრო­სი ძმა, არ­ჩილ გო­მი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გიყ­ვართ... თქვენ სხვა­დას­ხვა დედა გყავთ...

    - კი, ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი... მისი დედა არის ნანა ღლონ­ტი, სტო­მა­ტო­ლო­გი, ძა­ლი­ან კარ­გი ქალ­ბა­ტო­ნი. არ­ჩი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ბი­ჭია... თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი აინ­ტე­რე­სებს, ახლა სწავ­ლობს სა­ი­ტის აწყო­ბი­სა და მისი მხარ­და­ჭე­რის კუ­თხით.

    თქვე­ნი პი­რა­დი ოჯა­ხიც გაგ­ვა­ცა­ნით?

    - მყავს მე­უღ­ლე ნი­კო­ლოზ რო­ბა­ქი­ძე, რო­მე­ლიც იუ­რის­ტია და 5 წლის ვა­ჟიშ­ვი­ლი დადა რო­ბა­ქი­ძე, რო­მელ­ზეც ბა­ბუა გიჟ­დე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, გიჟ­დე­ბო­და თა­ვის სი­ძე­ზეც, ერ­თმა­ნეთ­თან ორი­ვეს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. ძა­ლი­ან მე­გობ­რობ­და და უყ­ვარ­და ნი­კუ­შა. სულ ამ­ბობ­და, რომ რა მა­გა­რი სიძე მყავ­სო. რა­ღაც ერ­თნა­ი­რი ინ­ტე­რე­სე­ბი აღ­მო­აჩ­ნდათ, ერ­თნა­ი­რი მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი, ჩაც­მის სტი­ლიც კი... რა­ღაც პე­რი­ო­დი ერ­თად ვი­ცხოვ­რეთ და იმ პე­რი­ოდ­ში კი­დევ უფრო და­ახ­ლოვ­დნენ. სა­ღა­მო­ო­ბით ყვე­ლა­ნი ერ­თად ვსა­უბ­რობ­დით ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, მუ­სი­კა­ზე...

    მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, რას მიხ­ვდით, რო­გორ უნდა იცხოვ­როს ადა­მი­ან­მა?

    - სიყ­ვა­რუ­ლით, ისე, რო­გორც მიშა ცხოვ­რობ­და. დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და­ტო­ვა, ახლა უფრო ვგრძნობ და ვხვდე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ რამ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი ჰქო­ნია... იქ­ნე­ბა ეს მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლი, გამ­ვლე­ლი, მა­ყუ­რე­ბე­ლი და სა­ერ­თოდ, თუ კი ვინ­მეს­თან ჰქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა, - მას­ზე გა­სა­ო­ცარ ამ­ბებს ჰყვე­ბი­ან. ყვე­ლას თა­ვის ის­ტო­რია აქვს და ყვე­ლას თა­ვის მიშა ჰყავს. ასე რომ, სიყ­ვა­რუ­ლით, სი­ცი­ლით, პო­ზი­ტი­ვით, ღი­მი­ლით უნდა ვი­ცხოვ­როთ, მეტი არა­ფე­რი არ რჩე­ბა.

    წყარო: ambebi.ge