სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა

    ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჭი­ა­თუ­რა­ში ერთ-ერ­თმა მა­ღა­რო­ელ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად თვა­ლე­ბი ამო­ი­კე­რა.

    "ეს იყო ჩემი პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მო­შიმ­ში­ლე­ებს ვი­საც ვუ­თხა­რი, ლა­მის ყვე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. მინ­და, ამით ყვე­ლას და­ვა­ნა­ხო, რომ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ძლი­ე­რე­ბი ვართ. მე არ მინ­და და­ვი­ნა­ხო "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“, არ მინ­და და­ვი­ნა­ხო ეს ხალ­ხი, სა­ნამ ჩვე­ნი საქ­მე არ მოგ­ვარ­დე­ბა. როცა მოგ­ვარ­დე­ბა, ერ­თად და­ვი­ნა­ხავთ ყვე­ლა“,
    – გა­ნა­ცხა­და მან ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც "მა­ღა­რო­ელ­მა“ გა­ავ­რცე­ლა.

    უკვე თით­ქმის ორი კვი­რაა მა­ღა­რო­ე­ლე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერ­თმა მა­ღა­რო­ელ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად პირი ამო­ი­კე­რა.

    შიმ­ში­ლო­ბა აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი 10-ამდე მა­ღა­რო­ელს.

    გა­ფი­ცუ­ლი მა­ღა­რო­ე­ლე­ბი ხელ­ფა­სე­ბის გაზ­რდას, სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას მო­ი­თხო­ვენ.

    მათი თქმით, შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღეს, რაც კომ­პა­ნია დათ­მო­ბა­ზე არ წა­ვი­და. რო­გორც ისი­ნი აცხა­დე­ბენ, სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ მე­დი­ა­ტო­რის ფუნ­ქცი­ით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, უფრო აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თოს პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში.

    მა­ღა­რო­ელ­თა თქმით, კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი" არ თან­ხმდე­ბა მთა­ვარ მო­თხოვ­ნას - ხელ­ფა­სის 40%-ით მო­მა­ტე­ბას და სა­მუ­შაო გრა­ფი­კის უც­ვლე­ლად და­ტო­ვე­ბას. კომ­პა­ნი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცია მათ სა­ხელ­ფა­სო ანა­ზღა­უ­რე­ბის მხო­ლოდ 5%-იან მა­ტე­ბას სთა­ვა­ზობს, რაც მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია 12-სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის ნაც­ვლად, დღე­ში 8-სა­ა­თი­ან სა­მუ­შაო გრა­ფიკ­ზე გა­დას­ვლა, რად­გან ამით დას­ვე­ნე­ბის დღე­ბი 14-დან 8-მდე უმ­ცირ­დე­ბათ.

    კომ­პა­ნია თა­ნამ­შრომ­ლებს სთა­ვა­ზობს შე­წყვი­ტონ პრო­ტეს­ტი, გა­ნა­ახ­ლონ მუ­შა­ო­ბა და მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად რა ეკო­ნო­მი­კუ­რი ეფექ­ტი­ა­ნო­ბაც იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი, იმის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვროს თა­ნამ­შრო­მელ­თა ბო­ნუ­სე­ბი და ბე­ნე­ფი­ტე­ბი.

    კომ­პა­ნი­ა­სა და და­საქ­მე­ბუ­ლებს შო­რის მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო 12 ივ­ნისს ჩა­ერ­თო, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ პრო­ცეს­ში, ორი­ვე მხა­რის ინ­ტე­რე­სე­ბი სრუ­ლად იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.