სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ყველას ჰგონია, რომ ალბამ ქართული კარგად იცის, სინამდვილეში ასე არ არის" - როგორ შედგა ცნობილი ვლოგერი წყვილის ტანდემი და მათი სამომავლო გეგმები

    "ყველას ჰგონია, რომ ალბამ ქართული კარგად იცის, სინამდვილეში ასე არ არის" - როგორ შედგა ცნობილი ვლოგერი წყვილის ტანდემი და მათი სამომავლო გეგმები
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია "გი­ორ­გი ქარ­თვე­ლის ბლო­გი". გი­ორ­გი უკვე წლე­ბია ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს და გა­მომ­წე­რებს ეს­პა­ნელ მე­უღ­ლეს­თან, ალ­ბას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ სა­ხა­ლი­სო ვი­დე­ო­ებს უზი­ა­რებს. მათი წყვი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბელს ძა­ლი­ან უყ­ვარს, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ მო­წო­ნე­ბას კი ალბა იმ­სა­ხუ­რებს.

    "რუს­თავ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. 2000 წელს დე­და­ჩე­მი ეს­პა­ნეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წა­ვი­და, მე კი კა­ხეთ­ში ბე­ბი­ას­თან ვიზ­რდე­ბო­დი. 2002 წელს მეც დე­დას­თან წა­ვე­დი. მა­შინ 12 წლის ვი­ყა­ვი, ამი­ტომ უკვე წლე­ბია ეს­პა­ნეთ­ში ვცხოვ­რობ“ - ამ­ბობს გი­ორ­გი Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას.

    "იქი­დან გად­მომ­დი­ნა­რე, რომ ბავ­შვო­ბი­დან ეს­პა­ნეთ­ში ვარ, სა­ქარ­თვე­ლო აქ ყოფ­ნის დროს უფრო შე­მიყ­ვარ­და. უცხო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბას ორი გზა აქვს, ზოგს სამ­შობ­ლოს ავი­წყებს, ზოგს კი ის უფრო უყ­ვარ­დე­ბა. აქ რომ წა­მო­ვე­დი, მა­შინ და­ვი­წყე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის, პო­ე­ზი­ის კი­თხვა, ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლის აღ­ქმა ჩემ­თვის ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბის დროს მოხ­და.“

    სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნად ხში­რად ჩა­მო­დი­ხარ?

    - ვერ ვი­ტყვი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მოვ­დი­ვარ, მაგ­რამ წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­მოს­ვლას მა­ინც ვა­ხერ­ხებ. მინ­და, რომ სა­მო­მავ­ლოდ უფრო დიდი დრო­ით დარ­ჩე­ნა მო­ვა­ხერ­ხო.

    - შენი მე­უღ­ლე, ალბა ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ძა­ლი­ან შე­იყ­ვა­რა. მოგ­ვი­ყე­ვი, რო­გორ გა­ი­ცა­ნი... ხომ არ შე­გქმნი­ათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პრობ­ლე­მა იმის გამო, რომ სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხართ?

    - ჩემი მე­უღ­ლე სას­წავ­ლე­ბელ­ში ყოფ­ნის დროს გა­ვი­ცა­ნი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის და კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვართ, ამას პრობ­ლე­მა არას­დროს შე­უქ­მნია. ალ­ბათ ეს იმი­თაც არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ ქარ­თუ­ლი და ეს­პა­ნუ­რი კულ­ტუ­რა ერ­თმა­ნეთს ჰგავს. ურ­თი­ერ­თო­ბის დროს ხში­რად ეროვ­ნე­ბა იკარ­გე­ბა - შეძ­ლე­ბა ბევრ ქარ­თველს ვერ გა­ე­გო ჩემ­თვის ისე, რო­გორც ალ­ბას და ბევრ ეს­პა­ნელს ვერ გა­ე­გო მის­თვის ისე, რო­გორც მე ვუ­გებ მას.

    ქარ­თუ­ლი ად­ვი­ლად აით­ვი­სა?

    - ბლოგ­ში ჩანს, რომ ქარ­თუ­ლი კარ­გად იცის, სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ არის. რა თქმა უნდა, ენა ეს­მის, სა­უბ­რობს კი­დეც, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან შორ­საა იმის­გან, რაც ვი­დე­ო­ებ­ში ჩანს. როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ვართ, ხალ­ხის­გან ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რულს იღებს. ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ ალ­ბამ ქარ­თუ­ლი ძა­ლი­ან კარ­გად იცის, ამი­ტომ მას­თან სა­უ­ბარს ცდი­ლო­ბენ, ის კი ამა­ზე იბ­ნე­ვა და რცხვე­ნია. ამი­ტომ, ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლია, რომ ქარ­თუ­ლი რაც შე­იძ­ლე­ბა კარ­გად შე­ის­წავ­ლოს.

    სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ სა­კი­თხში ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია - რთუ­ლი თან­ხმოვ­ნებს გა­მოთ­ქმა არ უჭირს, ხან­და­ხან მა­ო­ცებს კი­დეც, ზოგ ბგე­რას ისე გა­მოთ­ქვამს, ქარ­თვე­ლის­გან ვერ გა­არ­ჩევ.

    ბლო­გის შექ­მნის იდეა რო­დის გაჩ­ნდა?


    - ბლო­გე­ბის ის­ტო­რია დიდი ხნის წინ და­ი­წყო: წლე­ბის წინ Youtube-ზე ჩემი გვერ­დი მქონ­და. ვი­დე­ო­ებ­ში ბევრ თე­მა­ზე ვსა­უბ­რობ­დი, მათ შო­რის ემიგ­რა­ცი­ა­ზეც. მაგ­რამ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ ჰქო­ნია, რად­გან ამ სფე­რო­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა რთუ­ლია. ერთხელ tik-tok-ზე ვი­დეო ავ­ტვირ­თე, სა­დაც ალ­ბას ქარ­თუ­ლი ენის გა­სა­ტე­ხებს ვა­მე­ო­რე­ბი­ნებ­დი, რა­საც ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და მსგავ­სი ვი­დე­ო­ე­ბის ჩა­წე­რაც უფრო ხში­რად და­ვი­წყე. ალ­ბამ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ სფე­რო­ში თავს კომ­ფორ­ტუ­ლად არ გრძნობ­და, მხა­რი და­მი­ჭი­რა.

    - შენ­თვის ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბა უფრო ად­ვი­ლი თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში?


    - ეს ჩემ­თვის რთუ­ლი თე­მაა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს­პა­ნეთ­ში ვარ გაზ­რდი­ლი. შეჩ­ვე­უ­ლი ვარ აქა­ურ ცხოვ­რე­ბის წესს, მათ ტრა­დი­ცი­ებს. კარ­გია, როცა ადა­მი­ა­ნი ორი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რას ით­ვი­სებ. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, რომ მი­თხრან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი და სა­მუ­და­მოდ აქ დარ­ჩიო, გა­მი­ჭირ­დე­ბა. იმა­საც ვერ ავი­ტან, ეს­პა­ნეთ­ში სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ნა რომ შე­მომ­თა­ვა­ზონ, ამი­ტომ, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ "ოქ­როს შუ­ა­ლე­დი“ ვი­პო­ვო, რომ დრო­ის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ეს­პა­ნეთ­ში გა­ვა­ტა­რო, ნა­წი­ლი კი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან გუ­ლით და სუ­ლით სა­ქარ­თვე­ლოს­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვარ.

    "ყველას ჰგონია, რომ ალბამ ქართული კარგად იცის, სინამდვილეში ასე არ არის" - როგორ შედგა ცნობილი ვლოგერი წყვილის ტანდემი და მათი სამომავლო გეგმები

    წყარო: ambebi.ge