სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ჩემო მოუშუშებელო ტკივილო...“- გიორგი შაქარაშვილის დედა გულისამაჩუყებელ პოსტს აქვეყნებს

    „ჩემო მოუშუშებელო ტკივილო...“- გიორგი შაქარაშვილის დედა გულისამაჩუყებელ პოსტს აქვეყნებს
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა. 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო.

    ბრალდების თანახმად, აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
    სწორედ ეს პირები (ჯერ „მერსედესი“ და შემდეგ „ტოიოტა კამრი“) წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრის“ თავდასხმის შემდეგ გაუჩინარდა.

    გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. 19 წლის ფეხბურთელი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

    გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა, თამუნა შალვაშვილი ემოციურ პოსტს წერს:

    „3 წელია ვუმკლავდები უშენობას, ჩემო მოუშუშებელო ტკივილო.“