სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „მდგომარეობა უმძიმესია“ - რას ამბობს ექიმი ჯარისკაცის მდგომარეობაზე, რომელსაც მეხი დაეცა

    „მდგომარეობა უმძიმესია“ - რას ამბობს ექიმი ჯარისკაცის მდგომარეობაზე, რომელსაც მეხი დაეცა
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცოტა ხნის წინ ცნობილი გახა ინფორმაცია, რომ ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს დაეცა. ის გულის გაჩერებითა და დამწვრობით ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს.

    თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც ორფოლოს პოლიგონზე 15 ივნისს მეხი დაეცა, კვლავ მართვით სუნთქვაზეა. ჯარისკაცს თბილისში, დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ.

    დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა უმძიმესია.

    „ჯარისკაცის მდგომარეობა უცვლელად რჩება, ისევ მართვით სუნთქვაზეა. ამ ეტაპზე სტაბილურობას ვინარჩუნებთ, თუმცა მდგომარეობა უმძიმესია“.