სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბილეთები რეკორდული სისწრაფით იყიდება - ქვეყნები, საიდანაც ბრუნო მარსის კონცერტის ბილეთები გაიყიდა

    ბილეთები რეკორდული სისწრაფით იყიდება - ქვეყნები, საიდანაც ბრუნო მარსის კონცერტის ბილეთები გაიყიდა
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    1-ელ ოქტომბერს საქართველო ბრუნო მარსს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი, კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში, მსმენელის წინაშე "დინამო არენაზე" წარდგება. კოცერტს არა მხოლოდ ქართველი მსმენელი, არამედ უცხოელი მაყურებლებიც ეყოლება.

    ცნობილი ხდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელი ქვეყნებიდანაც ყიდულობენ ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრებ ბილეთს.

    მათ შორის არის: საქართველო, აშშ, რუსეთი, სომხეთი, გერმანია, ყაზახეთი, თურქეთი, საფრანგეთი, ინდონეზია და დიდი ბრიტანეთი.

    ცნობისთვის, რომ თავდაპირველად, თავად მომღერალმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაანონსა კონცერტი, რომელიც საქართველოში შემოდგომას ჩატარდება.

    "საქართველო. შევხვდებით 1-ელ ოქტომბერს"-, წერია ბრუნო მარსის ოფიციალურ გვერდზე "ფეისბუქზე".

    ბილეთები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე TKT.ge, BSA.ge-ზე, ასევე Super App-ის აპლიკაციაში. მათი ფასი 125 ლარიდან 1450 ლარამდე მერყეობს, თუმცა Starring Georgia -ს, თიბისისა და Visa-ს პარტნიორობის ფარგლებში რამდენიმე ტიპის ფასდაკლება მოქმედებს.