სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • PHOTO: როგორი იქნება ახალი ავტობუსები

    PHOTO: როგორი იქნება ახალი ავტობუსები
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია, თუმცა ხელშეკრულება ჯერ არ დადებულა. შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე ატვირთულია დოკუმენტები ტრანსპორტის მახასიათებლების შესახებ.

    ავტობუსების რაოდენობა - 160;
    ერთეულის ფასი - 1 618 759 ლარი;
    მწარმოებელი - MAN-ი;
    მოდელი - MAN Lion's City 18C;
    გამძლეობა - 12 წელი და 1 020 000 კმ;
    გამოშვების თარიღი - 2023 წელი;
    სიგრძე - 18,06 მეტრი;
    სიგანე - 2,55 მეტრი;
    სიმაღლე - 3,34 მეტრი;
    კარების რაოდენობა - 4 (შიდაგაღების, ორფრთიანი);
    იატაკი - მთლიან სამგზავრო სივრცეში იქნება დაბალი, გარდა ბორბლებისა და ძრავის სივრცეებისა;
    ტევადობა - 162 მგზავრი (43 დასაჯდომი, მძღოლის ადგილი, 2 დასაკეცი სავარძელი, შშმ პირებისთვის 1 ეტლის ადგილი);
    მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ;
    შესაძლებლობა - შეუძლია 18%-იან დახრილობაზე ასვლა;
    ფერი - დამკვეთთან შეთანხმებით სამ ფერში;
    გათბობა-გაგრილება - ავტობუსს ექნება კონდიცირების სისტემა და შესაძლებელი იქნება ფანჯრების გახსნა;
    ელექტრონული მოწყობილობები - WiFi (2 SIM სლოტი) 100 მგზავრის წვდომის შესაძლებლობით, USB დამტენები, გამოცხადების სისტემა, საინფორმაციო დაფა.
    ტენდერში გამარჯვებულია კომპანია "თეგეტა მოტორსი". მან სატენდერო ფასზე 1716 ლარით იაფად შესთავაზა მერიას ავტობუსი.