სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 23 000-მდე აბონენტს წყალი შეუწყდება-წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

    23 000-მდე აბონენტს წყალი შეუწყდება-წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ფოთში, წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

    „ფოთში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად, დაზიანებულია ბალდას სათავე ნაგებობა. რის შედეგადაც, 20 ივნისის 14:00 საათიდან 21 ივნისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქ. ფოთისა და მიმდებარე სოფლების 23 000-მდე აბონენტს.

    გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვის ცენტრის ტექნიკური სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგება სრულად უმოკლეს დროში აღუდგეს.

    დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.water.gov.ge. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი: 032 293 00 00. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.