სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მეგობარი ქალი ცემით მოკლა და მისი ნივთები წაიღო - ბრალდებულს 18 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

    მეგობარი ქალი ცემით მოკლა და მისი ნივთები წაიღო - ბრალდებულს 18 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ანგარებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს.

    პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი მეგობარი ქალი ბინაში რამდენიმე ათას ლარს ინახავდა. თანხის დაუფლების მიზნით ბრალდებული დაუკავშირდა დაზარალებულს და მის საცხოვრებელ სახლში შეხვედრაზე შეუთანხმდა, სადაც მსხვერპლი ცემით მოკლა და მისი ნივთები წაიღო.

    ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.

    სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.