სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "ვინც მოისმინა, ყველა შოკშია...“ - თათია კობალაძე ახალ სიმღერაზე

    VIDEO: "ვინც მოისმინა, ყველა შოკშია...“ - თათია კობალაძე ახალ სიმღერაზე
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი თათია კობალაძე, მანამ, სანამ ამერიკაში გაემგზავრება, ახალი სიმღერის შესახებ "პრაიმტაიმს" უყვება მისი თქმით, სიმღერას, რომელიც დაახლოებით 20 დღის წინ ჩაწერა და ფართო საზოგადოებას გაუზიარა, გაჰიტებას უწინასწარმეტყველებენ.

    "ერთ დღეს ქალბატონმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ სიმღერა ჰქონდა დაწერილი და ფიქრობდა, რომ მხოლოდ ჩემი ხმა მოუხდებოდა. ტექსტი და სიმღერა ერთად, ექსპრომტად რომ დავწერო, ძალიან იშვიათობააო. რომ გამომიგზავნა, გავგიჟდი, გადავირიე, ძალიან მომეწონა.

    ზუსტად სამ დღეში ჩავწერე. დაახლოებით, 20 დღის წინ ავტვირთე იუთუბზე. ვინც მოისმინა, ყველა შოკშია, ძალიან მოსწონთ. მეუბნებიან, რომ ეს იქნება ჰიტი,“
    - ამბობს მომღერალი.

    წყარო: primetime.ge

    მოუსმინეთ, სიმღერას სახელწოდებით „ბედისწერა“ ↓