სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ფსიქოლოგიურად მოთამაშეებს ძალიან გაუჭირდათ" - ვილი სანიოლის კომენტარი მატჩის შემდეგ

    “ფსიქოლოგიურად მოთამაშეებს ძალიან გაუჭირდათ" - ვილი სანიოლის კომენტარი მატჩის შემდეგ
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რიგით მესამე შეხვედრა გლაზგოში გამართა და ადგილობრივი შოტლანდიის წინააღმდეგ 2:0 დამარცხდა.

    მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის დამრიგებელმა, ვილი სანიოლმა, რომელიც დატბორილ მოედანსა და მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილებას შეეხო:

    "ასეთი მდგომარეობის საკუთარ თავზე გამოცდა არავის სურდა. მინდვრიდან გასვლა და უკან დაბრუნება რამდენჯერმე მოგვიწია, რაც ფსიქოლოგიურად იოლი ასატანი ნამდვილად არ ყოფილა. თამაშის დაწყებამდეც კი ჩანდა, რომ 90 წუთის ჩატარება რთული იქნებოდა, ამას მეც ვამბობდი და შოტლანდიის მწვრთნელიც."

    "ჩემი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და მინდორზე სათამაშოდ მაინც გავიდნენ, თუმცა, მიმაჩნია, რომ ფეხბურთი უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს."

    "კარგია, რომ ასეთ მინდორზე არცერთი მოთამაშე არ დაგვიშავდა. ეს ძალიან რთული სიტუაცია იყო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მისი გამოცდა არავის სურდა." - თქვა სანიოლმა

    შეგახსენებთ, რომ სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში მე-2 პოზიციას 4 ქულით იკავებს, შოტლანდია კი პირველზე 12 ქულითაა.