სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სოფლებში “ ენერგო პრო ჯორჯიას” მომხმარებელთა ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება-სად და როდის შეწყდება ელექტროენერგიის მიწოდება

    სოფლებში “ ენერგო პრო ჯორჯიას” მომხმარებელთა ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება-სად და როდის შეწყდება ელექტროენერგიის მიწოდება
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

    ,,გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 21 ივნისს 12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი, წილკანი, საგურამო. ხოლო 16:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: ქსოვრისი, მუხრანი, ვარდისუბანი, ოძისი, მჭადიჯვარი, ილტოზა, ბაქაქურები.

    12:45-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით გაეთიშებათ აბონენტებს ზაჰესის და მუხათგვერდის ტერიტორიაზე.

    სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აცხადებენ კომპანიაში.