გაერთიანებული სამეფოს ელჩის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას დიდი ბრიტანეთი სრულად მხარს უჭერს.
„როგორც მარტში ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, გაერთიანებული სამეფო საქართველოს მტკიცე მეგობარია და ასეც გაგრძელდება. მადლობა მათ, ვინც მუშაობს იმისთვის, რომ გააუმჯობესონ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა“, - განაცხადა მარკ კლეიტონმა.