სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “დროა, საქართველოს ინტერესები დადგეს წინ - კელი დეგნანი

    “დროა, საქართველოს ინტერესები დადგეს წინ - კელი დეგნანი
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    აშშ-ის ელჩის განცხადებით, პოლიტიკური პოლარიზაციის მიუხედავად, ახლა დროა, საქართველოს ინტერესები დადგეს წინ. კელი დეგნანის განმარტებით, არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი საჭირო ნაბიჯებთან დაკავშირებით.

    „მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ განვსაჯო ანგარიში, ევროკომისიის შეფასება პროგრესთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ისინი გააკეთებენ ძალიან ფრთხილ შეფასებას იმ სამუშაოსას, რომელიც აქ მიმდინარეობდა, თუ რამდენად ინკლუზიური იყო ან არ იყო პროცესი, რა პროგრესი იქნა მიღწეული ამ კონკრეტულ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ფაქტი, რომ ვენეციის კომისიამ გამოსცა მოსაზრება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონსა და დეოლიგარქიზაციის კანონზე, ძალიან მკაფიო გზამკვლევის თანხლებით, თუ რა არის საჭირო მოლოდინების შესასრულებლად, არის ნიშანი იმისა, რამდენად ერთგულია ევროკომისია ამ პროცესში საქართველოს წარმატების მიმართ. არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი საჭირო ნაბიჯებთან დაკავშირებით. თუ პარლამენტი გადადგამს ამ ნაბიჯებს, ეს საქართველოს დაახლოების იმასთან, სადაც ყველა ჩვენგან სურს ქართველის ყოფნა, დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებასთან“, - განაცხადა კელი დეგნანმა.