სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ეჭვი გვაქვს, რომ იყო მეოთხე ადამიანი...“ - რას ამბობს მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის ადვოკატი

    „ეჭვი გვაქვს, რომ იყო მეოთხე ადამიანი...“ - რას ამბობს მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის ადვოკატი
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მეზობლების ცემასა და დაჭრაში ბრალდებული რომან გიკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში სასამართლო პროცესს ელოდება.

    გიკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ გიკაშვილს მომხდარი კარგად არ ახსოვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საქმეში მეოთხე პირიც, რეალური დამნაშავე ფიგურირებეს.

    „მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. დაზიანებები აქვს ძალიან ამ ორ ადამიანს, ამ დროს თავდამსხმელს თითქმის არ აქვს საერთოდ დაზიანება. შეიძლება ასეთ ორომტრიალში, სამი ადამიანი როდესაც ერთმანეთს ებრძვის, ის ქალბატონი და მისი მამა წინააღმდეგობას უწევს და ამ დროს, ბრალდებულს საერთოდ დაზიანება არ აქვს? ეჭვი გვაქვს, რომ იყო მეოთხე ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი ჩაიდინა იმიტომ, რომ მხოლოდ სისხლით იყო მოსვრილი ბრალდებული, სხვა რაიმე დაზიანება, ნაკაწრი აქვს ორი და ორი დალურჯება, დანარჩენი არაფერი აქვს.

    დანით არ ყოფილა შემოსული, დანა ფიგურირებს თვითონ იმ ოჯახის დანა. ამბობს, რომ მამაკაცთან მოუვიდა კონფლიქტი, სცემდნენ ერთმანეთს და მერე უკვე აღარაფერი ახსოვს. ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მამაკაცს, ქალია საერთოდ არ ახსოვს.

    საქმეში სხვა მტკიცებულებაც არის, რომელიც ადასტურებს, რომ ვიღაც სისხლიანი გამოვიდა იმ სახლიდან. დევს მეზობლის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ვიღაცამ დამიკაკუნა კარზე, სისხლიანი იყო ჩემი კარი, ეს იმ დროს იყო, როცა პოლიცია მოვა“, - ამბობს ბრალდებული ადვოკატი.