სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბევრი კონფლიქტი გვქონია... ადვილი არ არის თამრიკოს შემორიგება" - რას ჰყვებიან ერთმანეთზე თამრიკო ჭოხონელიძე და მისი მეუღლე

    "ბევრი კონფლიქტი გვქონია... ადვილი არ არის თამრიკოს შემორიგება" - რას ჰყვებიან ერთმანეთზე თამრიკო ჭოხონელიძე და მისი მეუღლე
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სამი წლის წინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე და მსა­ხი­ო­ბი გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ შე­რიგ­დნენ. 2020 წელს წყვილ­მა ქორ­წი­ნე­ბის 32 წე­ლიც კი აღ­ნიშ­ნა. მათი წყვი­ლი ქარ­თულ მე­დი­ა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. ქალ­ბა­ტო­ნი თამ­რი­კო ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ხში­რად ახ­სე­ნებ­და ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ჰქონ­დათ პო­ლი­ტი­კუ­რი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაც, თუმ­ცა წყვილს ორი შვი­ლი აერ­თი­ა­ნებ­და...

    შე­რი­გე­ბის შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი მე­დი­ას­თან ამ­ბობ­და:

    "ცხოვ­რე­ბა­ში უკვე აღა­რა­ფე­რი მაკ­ვირ­ვებს. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ჩემ­ში ამით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ერთ ჭერ­ქვეშ არ ვცხოვ­რობ­დით, გი­ა­ზე ზრუნ­ვა არას­დროს შე­მი­წყვე­ტია. პა­რა­ლე­ლუ­რად, იმა­ვეს აკე­თებ­და გიაც. ასე რომ, ვერ ვი­ტყვით, რომ სულ თა­ვი­დან და­ვი­წყეთ ყვე­ლა­ფე­რი. ზოგ­ჯერ სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით ვი­გებ­დი ხოლ­მე, რო­გორ ზრუ­ნავ­და ჩემ­ზე. ბო­ლომ­დე ვერც მე დავ­კარ­გე და ვერც გიამ დამ­კარ­გა მე, ამი­ტომ ჩვე­ნი ოჯა­ხი ბო­ლომ­დე არ დაშ­ლი­ლა და სა­ბო­ლო­ოდ, ისევ გამ­თლი­ან­და“.

    თუმ­ცა წყვი­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე პირ­ვე­ლად ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მა­ში გა­მოჩ­ნდა. მათ არ უსა­უბ­რი­ათ და­შო­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე, არც იმა­ზე თუ გან­შო­რე­ბის შემ­დეგ რო­გორ გა­და­წყვი­ტეს ცხოვ­რე­ბის ერ­თად გაგ­რძე­ლე­ბა, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ წყვი­ლი ისევ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ჭო­რე­ბი, რომ თით­ქოს მათი შე­რი­გე­ბა ტყუ­ი­ლი იყო, სა­ბო­ლო­ოდ გა­ქარ­წყლდა...

    წყვილ­მა გა­და­ცე­მა­ში აკ­ვი­ა­ტე­ბულ ში­შებ­ზე, ყო­ფით კონ­ფლიქ­ტებ­ზე და იმ პე­რი­ოდ­ზე ისა­უბ­რეს, რო­დე­საც თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლად იქცა. მა­შინ მომ­ღე­რალ­მა ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ის "და­სა­ჯეს“ და შო­ბის ღა­მეს ტა­ძარ­ში აღარ იგა­ლო­ბებ­და..

    "ტო­ლე­რან­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუფ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ მე შო­ბის ღა­მეს აღარ უნდა მე­გა­ლო­ბა ტა­ძარ­ში… შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­მა­გი­ე­რო გა­და­მი­ხა­დეს, თა­ვი­ან­თი დიდსუ­ლო­ვა­ნი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დამ­სა­ჯეს. ეს შე­იძ­ლე­ბო­და ნე­ბის­მი­ერს შე­ხე­ბო­და, ვინც მათ ფეხ­ქვეშ არ გა­ე­გე­ბო­და.

    ამ­ჯე­რად, მე შე­მე­ხო და ამი­ტომ ვამ­ბობ. ეს ის რგო­ლია, რომ­ლის­გა­ნაც ჩვენ უნდა ვი­გებ­დეთ, რო­გორ უნდა ვი­ყოთ მიმ­ტე­ვებ­ლე­ბი, ლმო­ბი­ე­რე­ბი. მათ “და­სა­ჯეს” ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბრმად არ წაყ­ვათ და თა­ვი­სი აზრი გა­მო­ხა­ტა. არც ამ შო­ბას შე­იც­ვლე­ბა რამე. არის თუ არა ეს შუ­რის­ძი­ე­ბა? რა თქმა უნდა, არის. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი კი არა, გულ­ნატ­კე­ნი ვარ", - გა­ნა­ცხა­და მა­შინ ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ.

    გთა­ვა­ზობთ ცოლ-ქმრის სა­უბ­რის ნა­წყვეტს ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მი­დან:

    თამ­რი­კო:

    - აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი მაქვს, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­დაც არი­ან, მათ სი­ახ­ლო­ვეს უნდა ვიყო, რომ რამე არ მო­უ­ვი­დეთ. მგო­ნია, რომ მე თუ ვიქ­ნე­ბით იქ, მათ არა­ფე­რი მო­უ­ვათ.

    გია:

    - როცა იქ­ნე­ბა, მინ­და, რომ ჩემი შვი­ლე­ბი ჯან­მრთე­ლად დავ­ტო­ვო და კარგ ქვე­ყა­ნა­ში. ამის­თვის ვმოქ­მე­დებ, ვჩ­ქა­რობ, რა­ღაც საქ­მეს ვა­კე­თებ. ეს მაძ­ლევს ცხოვ­რე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას. ძა­ლი­ან მომ­წონს თამ­რი­კოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "იავ­ნა­ნა". ერთი მე­ო­რე­ზე უკე­თე­სად მღე­რის სიმ­ღე­რებს, მაგ­რამ მისი ნამ­ღე­რი "იავ­ნა­ნა", ჯერ ასე არა­ვის შე­უს­რუ­ლე­ბია. ბევ­რი რამე არ დარ­ჩე­ბა ჩვე­ნი ნა­მოქ­მე­და­რი­დან, მაგ­რამ თამ­რი­კოს "იავ­ნა­ნა" და სა­გა­ლო­ბე­ლი სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა... ეს არის უმაღ­ლე­სი პი­ლო­ტა­ჟი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში და ეს მან შეძ­ლო.

    ...

    მე და თამ­რი­კოს ძა­ლი­ან ბევ­რი კონ­ფლიქ­ტი გვქო­ნია, ბევრ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ყო­ველ­თვის იმას ვე­ძებ­დით ერ­თმა­ნეთ­ში, რაც გვა­ერ­თი­ა­ნებ­და ან ვინც გვა­ერ­თი­ა­ნებ­და. ყო­ფი­ლა ამ კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წყე­ნა, მაგ­რამ მა­ინც ეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გვშვე­ლო­და. ად­ვი­ლი არ არის თამ­რი­კოს შე­მო­რი­გე­ბა. მას აქვს იმის ძალა, რომ იპო­ვოს მთა­ვა­რი, სიმ­ღე­რა­შიც, ხე­ლოვ­ნე­ბა­შიც და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­შიც. არც მე და არც ის, არ ვართ მარ­ტი­ვე­ბი... ამი­ტომ ხში­რად ყო­ფი­ლა გა­უ­გებ­რო­ბა, აც­დე­ნა, მაგ­რამ რაც დრო გა­დის, ეს ყვე­ლა­ფე­რი ლაგ­დე­ბა.

    თამ­რი­კო:

    - მახ­სოვს კო­კო­ზე ვი­ყა­ვი ფეხ­მძი­მედ, საქ­მე მქონ­და, მა­რი­ა­მი კი ტი­რო­და, გიას ვთხო­ვე, ცოტა ხანს მი­ხე­დე - მეთ­ქი... უცებ და­ი­კარ­გა, ვხე­დავ ფან­ჯა­რა­ში იყუ­რე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ხით, მახ­სოვს, მა­შინ ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი...

    ფეთ­ქე­ბა­დი ვარ და არ მინ­და, რომ ეს თვი­სე­ბა ჩემ შვი­ლებს გა­მოყ­ვეს... მრცხვე­ნია, რომ ცხოვ­რე­ბის რა­ღაც მო­ნაკ­ვე­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელს გა­და­ვა­ყო­ლე. ჩემი შვი­ლე­ბის მრცხვე­ნია. ეს მო­ნაკ­ვე­თი, მინ­და, რომ სა­ერ­თოდ ამო­ვი­ღო ცხოვ­რე­ბი­დან. ვერ გა­მო­ვას­წო­რებ ამ ადა­მი­ა­ნებს... სა­ში­ნე­ლი ტალ­ღა წა­მო­ვი­და, შე­იძ­ლე­ბა ვიმ­სა­ხუ­რებ­დი, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებ­მა ასე არ უნდა გა­ი­მე­ტონ ერ­თმა­ნე­თი. მივ­ხვდი, რომ ჩემ შვი­ლებს მო­ვაკ­ლდი. შემ­დეგ სწო­რედ მათ ამიკ­რძა­ლეს... გარ­და იმი­სა, რომ ყუ­რა­დღე­ბა მო­ვა­კე­ლი, დავ­ძა­ბე ისი­ნი... ახლა ვბრა­ზობ და მრცხვე­ნია ჩემი შვი­ლე­ბის.