სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: პირველობისთვის ბრძოლა და მენტალური პრობლემები - ირუ ხეჩანოვის გულახდილი აღიარება

    VIDEO: პირველობისთვის ბრძოლა და მენტალური პრობლემები - ირუ ხეჩანოვის გულახდილი აღიარება
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პირველობისთვის ბრძოლამ მენტალური პრობლემების წინაშე დაგაყენათ? - ეს კითხვა, მომღერალ ირუ ხეჩანოვს გადაცემა, „სიცრუის დეტექტორში“ გიორგი გასვიანმა დაუსვა.

    „აბიტურიენტობის პერიოდში დამემართა, მანდაც სულ მინდოდა, რომ ჩემი ოჯახისთვის ყველაფერი საუკეთესოდ გამეკეთებინა, რომ ეამაყათ მთელი ცხოვრება ჩემით. აქედან გამომდინარე ჩემს თავს ზედმეტად ვთრგუნავ და ბევრს ვთხოვ, სულ უკმაყოფილო ვიყავი. ახლა ბევრი რამე შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. დამემართა პანიკური შეტევები, სუნთქვის უკმარისობა მქონდა, უფუნქციო ვიყავი. ამდენი მოთხოვნებიდან გამომდინარე დამემართა შფოთვითი აშლილობა. ფსიქიატრი დამჭირდა, ძალიან ცოტახანია რაც წამლებს თავი დავანებე“,- ამბობს ირუ ხეჩანოვი.