სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მაღაროელების ხელფასი 3 000 ლარს აჭარბებს

    მაღაროელების ხელფასი 3 000 ლარს აჭარბებს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალური დირექტორი, ლაშა თუთბერიძე, გაფიცული მაღაროელების მხრიდან ხელფასების 20 პროცენტიან ზრდაზე საუბარს, ალოგიკურს უწოდებს, რადგან კომპანია არ არის შემოსავლიანი.

    მისივე თქმით, ამ მომენტისთვის, კომპანიის ზარალი 32 მლნ დოლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, მაღაროელებს რომლებიც ვახტურ ნაწილში მუშაობენ, ხელფასი 3 ათასზე მეტი აქვთ, ხოლო არავახტურ ნაწილში დასაქმებულებს - 2300-ზე მეტი. გარდა ამისა, ჰოლდინგში დასაქმებულებს ემსახურება უფასო ტრანსპორტი, აქვთ დაზღვევის პაკეტი, უფასო კვება, მრავლშვილიანი ოჯახები იღებენ სოციალურ დანამატებს, სადღესასწაულო დღეებში გაიცემა პრემიები, წლის ბოლოს კი - მეცამეტე ხელფასი.

    კომპანიის დირექტორის თქმით, გაჩერებულ საწარმოში მომუშავე თანამშრომლები ხელფასის 60 პროცენტს იღებენ, რაც დაახლოებით, ვახტურ ნაწილში დასაქმებულთათვის 1500 ლარს შეადგენს.

    ლაშა თუთბერიძის თქმით, კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასის 5%-იანი მატება შესთავაზა, თუმცა გაფიცულების მხრიდან მოთხოვნა, ანაზღაურების 20%-ით გაზრდას შეადგენს.

    როგორც "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ "TV პალიტრანიუსის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, კომპანია მზაობას გამოთქვამს, შეიქმნას კომისია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელებს იმაზე, თუ როგორ გამოიყვანონ კომპანია არსებული ფინანსური კრიზისიდან.

    შეგახსენებთ, გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის ზრდასთან ერთად, მაღაროელებს რამდენიმე მთავარი საკითხი აქვთ დასახელებული.

    კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.