სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბილეთები, ფანები, ავტობუსები და სხვა - პაიდე თბილისის დინამოსთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადება

    ბილეთები, ფანები, ავტობუსები და სხვა - პაიდე თბილისის დინამოსთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადება
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8 ფინალში ესტონური "პაიდე" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს. ესტონელებმა თბილისში 2-3 იმარჯვეს, შესაბამისად თბილისურ ქლუბს გასვლაზე მხოლოდ მოგება სჭირდება.

    "პაიდეს" ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურობს. ისინი იუწყებიან, რომ შესაძლოა ბილეთების რაოდენობა მალე ამოიწუროს, ამიტომ გულშემატკივრებს სწრაფად შეძენისკენ მოუწოდებენ.

    აღსანიშნავია, რომ "პაიდეს" საშინაო არენა უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ დაპირისპირება ქალაქ პიარნუს Parnu Rannastaadion-ზე გაიმართება. ოფიციალური მონაცემებით ეს სტადიონი 1501 მაყურებელს იტევს.

    თამაშის დღეს ქალაქ პაიდედან პიარნუს მიმართულებით ფანების წასაყვანად ავტობუსი გავა, რომლის ღირებულებაც 10 ევრო იქნება.