სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ,,დავამარცხეთ პორტუგალია, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია.." - რამაზ სვანაძე

    ,,დავამარცხეთ პორტუგალია, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია.." - რამაზ სვანაძე
    10 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ,დავამარცხეთ პორტუგალია, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია და არავის მივცემთ უფლებას, ამ მატჩში ჩარჩეს" - განაცხადა რამაზ სვანაძემ საქართველო-პორტუგალიას თამაშის შემდეგ.

    „მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ სამი ქულის მოპოვება, არამედ მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგიურადაც, იმ მუხტისთვის, რაც გუნდს სჭირდებოდა. მადლობა გულშემატკივარს, ვისგანაც დიდი მუხტი მოდიოდა. დავამარცხეთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. სასიხარულოა, რომ ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო, სამი ქულა ავიღეთ, მაგრამ ხვალ ყველაფერი ნულიდან იწყება, რადგან ორი ურთულესი მატჩი გველის.

    რის ხარჯზე მოვიგეთ? გუნდურობის და ერთსულოვნების ხარჯზე. ევროპის ჩემპიონატი მაჟორულად დავიწყეთ, რაც რთული იყო, რადგან პირველად ვთამაშობდით, მაგრამ პირველად დავამარცხეთ პორტუგალია. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია და არავის მივცემთ უფლებას, ამ მატჩში ჩარჩეს. წინ ურთულესი თამაშებია.

    ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნებული ყველა ბიჭი მზად იყო, რომ პირველი წუთებიდან ეთამაშა? მათთვის ეს რთული იყო გლაზგოში თამაშის დროს მომხდარისა და მძიმე მგზავრობის გათვალისწინებით. ისინი დღეს, შუადღეს შემოგვიერთდნენ, მაგრამ პირველივე წუთებიდან მათი თამაში მაინც სარისკო იყო. მათი მოტივაცია მესმის – ევროპის ჩემპიონატზე საკუთარ ქვეყანაში თამაში ყველას სურს. ეს მოტივაცია მაიმედებს, რომ ჩვენ გვაქვს იმის უნარი და შანსიც, საბოლოოდ წარმატებას მივაღწიოთ“, – გთქვა მთავარმა მწვრთნელმა.