სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სად შეიზღუდება წყლის მიწოდება

    სად შეიზღუდება წყლის მიწოდება
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

    ,,22 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სოფელ დიღომში, კვირაცხოვლისა და როსტევანის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

    კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს 22 ივნისს, დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

    წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების გამო 22 ივნისს, დღის 12:00 საათიდან, 23 ივნისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

    სოფელ დიღომში: მარშალ გელოვანის გამზირს, გიორგი ბრწყინვალეს, გოგიაშვილის, ცხაკაიას, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრელიძის, თოფჩიშვილის, ბარონ დე ბაის, დანიბეგაშვილის, ხატაეთის, შერმადინის, სარაჯიშვილის, ათონელის, დიდგორის, ჩოლოყაშვილის, ხანძთელის, ფიროსმანის, ჭიაურელის, ანდრონიკაშვილის, ჩხიკვაძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, ჭელიძის, ჯანიაშვილის, მაყაშვილის, რჩეულიშვილის, თოფურიძის, გაბაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, იასამნის, ბაქრაძის, გოთუას, ლვოვის, ლომონოსოვის, ასათიანის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ალასანიას და მიმდებარე ქუჩებს. კარტოზიას, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ნუცუბიძის ქუჩების ნაწილს.

    საბურთალოს რაიონში: ქოშიგორას, ნოზაძის, ხელაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, პეტრე იბერის, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, რჩეულიშვილის და მიმდებარე ქუჩებს და კერძო დასახლებებს;

    დიდუბის რაიონში: აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის ნაწილს.

    გლდანის რაიონში: ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს;

    „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.