სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ორი ადამიანი რუსთავში შაურმით მოიწამლა

    ორი ადამიანი რუსთავში შაურმით მოიწამლა
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსთავში შაურმით ორი ადამიანი მოიწამლა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

    როგორც დაჩი აბაშიძე სააგენტოსთან საუბრისას ამბობს, მან შაურმის მირთმევის შემდეგ მწვავე ინტოქსიკაცია მიიღო.

    „შაურმით მოვიწამლე, გლოვოთი მქონდა გამოძახებული. ექიმებმა მწვავე ინტოქსიკაციააო. მართალია საშაურმემ დამირეკა ბოდიშებით და ა.შ მაგრამ ისეთი დღე გადავიტანე, ახლაც კი ცუდად ვარ“, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტოს დაჩი აბაშიძემ.

    მეორე მოწამლული, რომელმაც იმავე ობიექტიდან გამოიძახა შაურმა, აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის გამო, მასაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.