სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • პორტუგალიური მედია საქართველოსთან წაგებას მწვავედ გამოეხმაურა

    პორტუგალიური მედია საქართველოსთან წაგებას მწვავედ გამოეხმაურა
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პორტუგალიური მედია ევრო 2023-ის სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთან წაგებას (0:2) მწვავედ გამოეხმაურა. ევროპის ვიცე-ჩემპიონი, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა, პირველივე ტურში საქართველოს ნაკრებთან დამარცხდა, რომელსაც შარშან ამხანაგურ მატჩში 4:1 მოუგო.

    პორტუგალიელმა ჟურნალისტებმა განსაკუთრებით ცენტრალური მცველი ტომას არაუხო გააკრიტიკეს, რომელიც ორივე გოლის დროს შეცდა, 76-ე წუთზე კი მოედნიდან გააძევეს.

    Abola - დიდი სიურპრიზი ევრო 2023-ზე – პორტუგალია გახსნის მატჩში - საქართველომ დაამარცხა
    „პორტუგალიამ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და მასპინძელ საქართველოსთან 0:2 დამარცხდა.

    პირველ ტაიმში პორტუგალია ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ რეალური საგოლე შანსი ვერ შექმნა. საქართველოს ნაკრები საიმედოდ იცავდა თავს და ეფექტურად გადადიოდა კონტრშეტევებზე. 37-ე წუთზე გიორგი გაგუამ ტომას არაუხოს ორთაბრძოლა მოუგო და ზუსტად დაარტყა, ტაიმის ბოლოს კი საბა საზონოვის დარტყმით ანგარიში 2:0 გახდა.

    მეორე ტაიმში პორტუგალიისგან ყველა სწრაფ რეაქციას ელოდა, მაგრამ კიდევ უფრო უარესი მოხდა. „დაუვიწყარი“ თამაში ჩაატარა ტომას არაუხომ, 76-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილი წააქცია და არბიტრმა მოედნიდან გააძევა, მანამდე ორივე გოლი მის შეცდომას მოჰყვა. პორტუგალია ჯგუფში ბოლო ადგილზეა და შაბათს ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება“.

    "საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში ორი ბურთით დაწინაურდა. მეორე ნახევარში პორტუგალიამ ვითარების შეცვლა სცადა, მაგრამ მეტოქის დაცვას, რომელიც უშეცდომოდ თამაშობდა, ვერაფერი მოუხერხა. დარჩენილ მატჩებში პორტუგალიას უკან დასახევი გზა აღარ აქვს და ვითარება უნდა გამოასწოროს.

    მთავარი მწვრთნელი რუი ჟორჟეც აღიარებს, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა. ის ა
    რ არის პასუხისმგებელი დაცვის შეცდომებზე, არც არაუხოს წითელი ბარათია მისი ბრალი, მაგრამ 21-წლამდელების მწვრთნელმა წაგებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

    თუ პორტუგალიას ჯგუფიდან გასვლა სურს, რუი ჟორჟესა და მის გუნდს დარჩენილ მატჩებში დაუყოვნებლივ მოუწევთ გამოსავლის მოძებნა“.


    "საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს დამარცხება უფრო ჩვენი ბრალია, ასეთი დონის ტურნირზე მეტი აგრესია გვჭირდება. უნდა დავფიქრდეთ, რაც მოხდა, შეცდომები გავითვალისწინოთ და მომდევნო თამაშების მოგებაზე ვიფიქროთ, რომ მეოთხედფინალში გავიდეთ.

    მარცხის მიუხედავად, საკუთარი ძალების უნდა ვირწმუნოთ. მხოლოდ დადებითი ენერგიითა და კონცენტრირებით შეგვიძლია ჯგუფური ეტაპის დაძლევა.

    ამგვარ ტურნირებში პირველი თამაში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შევცვლით. მეტად უნდა მოვინდომოთ და დარჩენილი თამაშები მოვიგოთ“,
    – განაცხადა პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა.