სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არასდროს დამესიზმრებოდა, რომ პატრიარქი რამეში "გამოვიყენო", როგორც ზოგიერთებს უყვართ, თავიანთი პიარისთვის" - პრეზიდენტი

    "არასდროს დამესიზმრებოდა, რომ პატრიარქი რამეში "გამოვიყენო", როგორც  ზოგიერთებს უყვართ, თავიანთი პიარისთვის" - პრეზიდენტი
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე, “მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას შე­წყა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და, განაცხადა, რომ პატრიარქის გამოყენება თავისი გადაწყვეტილებების ფარად არასოდეს დაესიზმრება.

    სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის ავ­ტო­რე­ბის "გა­სა­გო­ნად“ და გან­მარ­ტა, რომ ის "უთუ­ოდ“ შეხ­ვდე­ბა პატ­რი­არ­ქს მარ­ხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რაც არა­ვის საქ­მე არ არის.

    "მინ­და კი­დევ ერთ გა­რე­მო­ე­ბა­ზე მი­ვი­პყრო თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა, რომ ის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი აჟი­ო­ტა­ჟი, ზო­გი­ერ­თე­ბის გა­სა­გო­ნად, რომ­ლე­ბიც თვლი­ან, რომ ყვე­ლა­ფერ­ზე უნდა გა­ა­კე­თონ კო­მენ­ტა­რი, რომ ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან, რომ არას­დროს შე­უძ­ლი­ათ თქვან: "არ ვიცი", რა­ღა­ცა­ზე, რაც ეხე­ბო­და პატ­რი­არ­ქთან ჩემს შეხ­ვედ­რას. არას­დროს არ და­მე­სიზ­მრე­ბო­და, რომ მე პატ­რი­არ­ქი რა­მე­ში „გა­მო­ვი­ყე­ნო“, ან ჩემი რო­მე­ლი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ფა­რად, ან რო­გორც ზო­გი­ერ­თებს უყ­ვართ, თა­ვი­ან­თი პი­ა­რის­თვის. პატ­რი­არ­ქს მე უღ­რმეს პა­ტი­ვის­ცე­მას და დიდ სიყ­ვა­რულს ვუ­ძღვნი და მინ­და და­ვუ­დას­ტუ­რო, უთუ­ოდ მი­ვალ პატ­რი­არ­ქის სა­ნა­ხა­ვად, როცა დას­რულ­დე­ბა მარ­ხვის პე­რი­ო­დი და ეს არა­ვი­სი საქ­მე არ არის და არა­ნა­ი­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ სა­კი­თხთან. მე კონ­სტი­ტუ­ცი­აც კარ­გად ვიცი და კონ­კორ­და­ტიც”, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.