სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ძლიერი წვიმის გამო სამეგრელოში დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სავარგულები

    ძლიერი წვიმის გამო სამეგრელოში დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სავარგულები
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქვეწყანაში ძლიერი წვიმები და ცუდი ამინდი არ წყდება.

    რის გამოც წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში. ყველაზე დიდი ზიანი წალენჯიხის მუნიციპალიტეტს მიადგა.

    14 ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი, წყალდიდობამ ასევე დააზიანა მაზანდარას უბანში მდებარე დროებითი ასაწყობი ხიდი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების და სავარგულების ნაწილი.

    არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.

    მისი განმარტებით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით უახლოეს პერიოდში მოხდება. მიყენებული ზარალი ითვლება.