სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მინდა ლაიონელ რიჩთან ერთად საქართველოში ეს გავაკეთო" - ნუცა ბუზალაძეს ახალი გეგმები აქვს

    "მინდა ლაიონელ რიჩთან ერთად საქართველოში ეს გავაკეთო" - ნუცა  ბუზალაძეს ახალი გეგმები აქვს
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნუცა ბუზალაძე რადიო „ფორტუნასთან“ ინტერვიუში საუბრობს ლაიონელ რიჩისთან ურთიერთობაზე, მას კეთილშობილ ადამიანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ უფიქრია მისი საქართველოში ჩამოყვანაზე:

    „საქართველო მას ძალიან უყვარს, ნუცამ შეაყვარა. მსგავსი იდეა მაქვს, რომ საქართველოში ჩამოვიყვანოთ და კონცერტი გავმართოთ ერთად. ეს იდეა ჯერ თავში მაქვს და არავისთვის მითქვამს. ძალიან კეთილშობილი და საყვარელი ადამიანია. სულ მეუბნებოდა და ბოლოსაც მითხრა, რომ ყველაფერში დამეხმარება, რაც უნდა დამჭირდეს…“, - ამბობს ნუცა.