სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არ გავტეხ პირობას!" - რა არის ლაშა ბექაურის კარიერული მიზანი?

    "არ გავტეხ პირობას!" - რა არის ლაშა ბექაურის კარიერული მიზანი?
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური მუდამ საზოგადოების ყურადღებას იქცევს.

    მან ერთ-ერთ ინტერვიუში საინტერესო რამ განაცხადა.

    ჟურნალისტი: 21 წლის ასაკში იყიდო სახლი, გახდე ოლიმპიური ჩემპიონი, მოიგო მილიონი, მანქანა, მეორე სახლი… ამას ბევრი დიდ ასაკში ვერ ახერხებს! დაგრჩათ რაიმე, რისი მიღწევაც გსურთ?

    "ჯერ დიდებში მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოვიგო, 4 ოლიმპიადის გამარჯვებული უნდა გავხდე. არ გავტეხ პირობას! ყოველთვის მინდოდა სოფელში კარგი სავარჯიშო დარბაზი ყოფილიყო და ახლა ვიწყებთ შენებას.

    ჩვენკენ, მთის ხალხში, ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვია და ეს არ უნდა დაიკარგოს. იცით, რამდენი თაობა დაიკარგა?.. მინდა მათ მოტივაცია მივცე. იცით, როგორ ვუყვარვარ ბავშვებს? ვიცი, გამომივა! მოხუცებსაც ვუყვარვარ. ვგიჟდები მათი ისტორიების მოსმენაზე. და მიხარია, რომ ეს ოლიმპიურ ჩემპიონობამდეც ასე იყო", - ამბობს ლაშა.