სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ძვლებ­ში ვიგ­რძე­ნი, რაც მოხ­და…პირ­ვე­ლი, რაც გა­ვი­ფიქ­რე, აფეთ­ქე­ბა იყო“- რას ამბობს ''ტიტანიკის“ რეჟისორი ''ტიტანის'' შესახებ

    „ძვლებ­ში ვიგ­რძე­ნი, რაც მოხ­და…პირ­ვე­ლი, რაც გა­ვი­ფიქ­რე, აფეთ­ქე­ბა იყო“- რას ამბობს ''ტიტანიკის“ რეჟისორი ''ტიტანის'' შესახებ
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლეგენდარული ''ტიტანიკის'' რეჟისორი ჯეიმს კამერონი ''ტიტანის'' ტრაგედიაზე კომენტარს აკეთებს.

    რეჟისორი, BBC-სთან ამბობს, რომ როცა შეიტყო, რომ ნავმა ნავიგაცია და კომუნიკაციას ერთდროულად დაკარგა, მაშინვე ეჭვი, გაუჩნდა, რომ კატასტროფა მოხდა.

    „ძვლებ­ში ვიგ­რძე­ნი, რაც მოხ­და. მისი ელექტრო­ნი­კის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლის და GPS-ის სის­ტე­მის ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ, წყალ­ქვე­შა ნავი გაქ­რა. ეგ­რე­ვე ტე­ლე­ფო­ნი ავი­ღე და ზო­გი­ერთ ჩემს ნაც­ნობს და­ვუ­რე­კე, ისე­თებს, ვინც წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბის სა­კი­თხში გარ­კვე­უ­ლია.

    და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათ­ში შემ­დე­გი ფაქ­ტე­ბი გა­ვი­გე: ისი­ნი სიღ­რმე­ში ეშ­ვე­ბოდ­ნენ, 3800 მეტ­რის სიღ­რმის ფსკერ­ზე. კო­მუ­ნი­კა­ცია და ნა­ვი­გა­ცია, რა­ი­მე კა­ტას­ტრო­ფა რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, ისე არ და­ი­კარ­გე­ბო­და. პირ­ვე­ლი, რაც გა­ვი­ფიქ­რე, აფეთ­ქე­ბა იყო“, - ამ­ბობს კა­მე­რო­ნი.

    რე­ჟი­სორ­მა ასე­ვე თქვა, რომ სა­ში­ნე­ლი ირო­ნი­აა "ტი­ტა­ნის" და მისი ეკი­პა­ჟის ასე­თი გა­ნად­გუ­რე­ბა და მას ტი­ტა­ნი­კის ის­ტო­რი­ას ადა­რებს: "კი­დევ ერთი კა­ტას­ტრო­ფა გვაქვს, რო­მე­ლიც იმა­ვე გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბის პრინ­ციპ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. OceanGate გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი იყო საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ", - თქვა კა­მე­რონ­მა.

    კა­მე­რონ­მა ისიც დას­ძი­ნა, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყალ­ქვე­შა მოგ­ზა­უ­რო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან კომ­პა­ნი­ამ წე­რი­ლიც მი­ი­ღო, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ის "კა­ტას­ტრო­ფის­კენ მი­მა­ვალ გზას ადგა".

    კა­მე­რო­ნი პირ­ვე­ლი არაა, ვინც კომ­პა­ნი­ის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს. აშშ-ის სა­სა­მარ­თლოს დო­კუ­მენ­ტე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ Oceangate-ის სა­ზღვაო ოპე­რა­ცი­ე­ბის ყო­ფილ­მა დი­რექ­ტორ­მა გე­მის უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ 2018 წელს გა­მოთ­ქვა პრე­ტენ­ზია.