სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: წარმოუდგენელ დამთხვევა “ მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობს - ,,სიმპსონებს" წინასწარმეტყველების კიდევ ერთი შემთხვევა

    VIDEO: წარმოუდგენელ დამთხვევა “ მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობს - ,,სიმპსონებს" წინასწარმეტყველების კიდევ ერთი შემთხვევა
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში, ამერიკული ანიმაციის "სიმპსონების" მე-17 სეზონის ერთ-ერთი ეპიზოდი ვირუსულად ვრცელდება, რომელიც საოცრად ჰგავს ტიტანიკის წყალქვეშა ნავის გაუჩინარების ინციდენტს.

    ეპიზოდში, ჰომერ სიმპსონი 3 ადამიანთან ერთად, წყალქვეშა ნავით, ოკეანის ფსკერზე ჩაძირული გემის გამოსაკვლევად ჩადის, რა დროსაც ხომალდი ფსკერზე იჭედება.

    ანიმაციას, რეალური ისტორიისგან განსხვავებით ბედნიერი დასასრული აქვს, გონების დაკარგვის შემდეგ ჰომერი საავადმყოფოში იღვიძებს.

    ცნობისთვის, 23 ივნისს, საღამოს, ბატისკაფ "ტიტანის" კომპანიამ OceanGate-მა დაადასტურა, რომ მათი წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის ხუთივე წევრი გარდაცვლილია.

    მოგვიანებით ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმაც დაადასტურა.