ეს ქალბატონი ბევრს ქართველი ეგონა, მაგრამ სინამდვილეში ის ინგლისელი მსახიობი ლინ ფრედერიკია.
ლინი მსახიობი, მოდელი და კინოპროდიუსერი გახლდათ. 10 წლის განმავლობაში მან 30-ზე მეტ სპექტაკლში ითამაშა.
1994 წლის 27 აპრილს მსახიობი დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. თავიდან თვითმკვლელობა გამორიცხეს, მაგრამ საბოლოოდ სიკვდილის მიზეზი ვერ დაადგინეს.
სხვადასხვა გამოცემების ინფორმაციით ის ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და გარდაცვალების მიზეზიც სწორედ ეს გახლდათ. დედამისი კი ამბობდა, რომ ლინი გარდაიცვალა ბუნებრივი მიზეზებით, რაც ძილში კრუნჩხვით იყო გამოწვეული.