სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დიანა ღურწკაია "საშინელ მდგომარეობაშია“ და ტელეფონსაც არ პასუხობს - რუსული მედია

    დიანა ღურწკაია "საშინელ მდგომარეობაშია“ და ტელეფონსაც არ პასუხობს - რუსული მედია
    10 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი დიანა ღურწკაია მეუღლის გარდაცვალების შემდე საშინელ მდგომარეობაშია და ტელეფონს არ პასუხობს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

    მომღერალმა ალენა კრავეცმა mk.ru-სთან საუბარში თქვა, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დიანა ღურწკაია "საშინელ მდგომარეობაშია".

    "დიანა საშინელ მდგომარეობაშია. კარგი არაფერია. მეგობრებიც ცდილობენ მას არ დაურეკონ, რადგან ასეთ პერიოდში სჯობს არ შევაწუხოთ“,- ამბობს მომღერალი.

    მომღერალი, ქმრის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაშია. მისი მდგომარეობა ახლობლების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

    ცნობისთვის, პიოტრ კუჩერენკო 20 მაისს 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. კუჩერენკო კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, უკან დაბრუნების დროს კი გარდაიცვალა. კუჩერენკომ თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი სხვა ადგილას დაეშვა. მას დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.