სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მართალია, სესილიასთვის არასდროს მითქვამს, მაგრამ...“ - რას ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე შვილზე

    "მართალია, სესილიასთვის არასდროს მითქვამს, მაგრამ...“ - რას ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე შვილზე
    10 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნიკოლოზ წულუკიძე რადიო "ფორტუნას“ გადაცემაში "არტ Fm“ საუბრობს ქალიშვილთან, სესილიასთან ურთიერთობაზე:

    "მე და სესილია კარგი მეგობრები ვართ და უამრავი საერთო ინტერესი გვაქვს, მთელი საქართველო შემოვიარეთ და მარტო თუშეთი დაგვრჩა. ნაკლებად ვფიქრობ, რა პროფესიას აირჩევს, რადგან მირჩევნია, მაქსიმუმი მივცე ყველა სფეროში და თვითონ მოძებნოს საკუთარი თავი. მართალია, არასდროს მითქვამს, მაგრამ კარგად იცის, რომ ძალიან არ მინდა, გახდეს მსახიობი, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც მასზეა, მე კი, ყველანაირად შევუწყობ ხელს მის წარმატებას. სამწუხაროდ, ქართულ თეატრს და ზოგადად, სახელოვნებო სფეროს ნიჭიერი მშობლებით უნიჭო შვილების პოზიციონირების ბევრი ცუდი მაგალითი ახსოვს. ამასთანავე, ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები და შვილები ერთ სფეროში საქმიანობენ, მშობელი საკუთარ შვილს ეხმარება და ამასობაში სხვისი შვილი იჩაგრება“. - ამბობს წულუკიძე.