სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ხველების სიროფი, რომელმაც ათობით ბავშვი იმსხვერპლა - რას წერს ზაზა წერეთელი

    ხველების სიროფი, რომელმაც ათობით ბავშვი იმსხვერპლა - რას წერს ზაზა წერეთელი
    10 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

    "გამბია 1 ივლისიდან სავალდებულო გახდის ინდოეთის ყველა ფარმაცევტული პროდუქტის შემოწმებას და ტესტირებას გაგზავნამდე, გამბიის მთავრობის დოკუმენტების თანახმად. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ათობით ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, რომლებიც დაკავშირებულია ინდოეთში დამზადებულ ხველების სიროფებთან.

    ახალი წესი ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ აფასებენ მთავრობები თავიანთ დამოკიდებულებას ინდოეთის 42 მილიარდი დოლარის ფარმაცევტულ ინდუსტრიაზე რომელიც აწვდის აფრიკაში გამოყენებული ფარმაცევტული საშუალებების თითქმის ნახევარს. აპრილში, ინდოეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მისმა ოფიციალურმა პირებმა გამართეს შეხვედრები აფრიკაში, რათა უზრუნველყონ, რომ მისი მედიკამენტების ექსპორტი არ დაზარალდება მას შემდეგ, რაც მინიმუმ 70 ბავშვი გარდაიცვალა გამბიაში გასულ წელს ხველის სიროფის მიღების შემდეგ.

    ინდოეთის მედიკამენტების კონტროლის სააგენტომ (MCA), განაცხადა რომ MCA-მ დანიშნა Quntrol Laboratories, დამოუკიდებელი ინსპექტირებისა და ტესტირების კომპანია მუმბაიში, გამოსცეს ეგრეთ წოდებული ინსპექტირებისა და ანალიზის სუფთა ანგარიში (CRIA) ინდოეთიდან ყველა გადაზიდვისათვის“,
    - წერს ზაზა წერეთელი.