სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩვენი კონტროლის ქვეშაა როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი" - პრიგოჟინი ვიდეოს ავრცელებს

    "ჩვენი კონტროლის ქვეშაა როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი" - პრიგოჟინი ვიდეოს ავრცელებს
    10 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “ვაგ­ნე­რის” ლი­დე­რის ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბით როს­ტო­ვის სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი, ასე­ვე აე­როდ­რო­მი, მათი კონ­ტრო­ლის ქვე­შაა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც როს­ტო­ვის სამ­ხედ­რო ოლ­ქის შტა­ბის ეზოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. მი­სი­ვე თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლია შტა­ბის შე­ნო­ბა და სხვა სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­დას­ტუ­რე­ბა არ არ­სე­ბობს.

    პრი­გო­ჟინ­მა გან­მარ­ტა, რომ რუ­სუ­ლი არ­მია, მათი კონ­ტრო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ხელს არ შე­უშ­ლის, რომ უკ­რა­ი­ნამ ომში სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი შე­ას­რუ­ლოს.

    "ჩვე­ნი კონ­ტრო­ლის ქვე­შაა როს­ტო­ვის სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი, მათ შო­რის აე­როდ­რო­მი. საბ­რძო­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო თვითმფრი­ნა­ვებ­სა და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნებს არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ექ­მნე­ბათ. აე­როდ­რომ­ზე კონ­ტრო­ლი ავი­ღეთ, რათა თა­ვი­დან აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბის თავ­დას­ხმა არა ჩვენ­ზე, არა­მედ უკ­რა­ი­ნე­ლებ­ზე, ”- გან­მარ­ტა პრი­გო­ჟინ­მა.

    სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ მის­მა ძა­ლებ­მა როს­ტო­ვი დაბ­ლო­კეს. პრი­გო­ჟინ­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ სერ­გეი შო­ი­გუ­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­როს ვა­ლე­რი გე­რა­სი­მოვ­თან შეხ­ვედ­რა მო­ი­თხო­ვა.

    ამ დრო­ის­თვის როს­ტო­ვის ქუ­ჩებ­ში ტან­კე­ბია, ქა­ლა­ქის შე­სას­ვლე­ლე­ბი და გა­სას­ვლე­ლე­ბი კი გა­და­კე­ტი­ლია.