სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით - ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს" - ირაკლი კობახიძე

    "რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით - ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს" - ირაკლი კობახიძე
    8 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუ­სეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ეს არის ერ­თა­დერ­თი, რაც უნდა გა­ვა­კე­თოთ - ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ სიმ­შვი­დის­კენ, ეს არის და ეს, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

    კო­ბა­ხი­ძემ უპა­სუ­ხა უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მოწ­ვე­ვის შე­სა­ხებ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მო­წო­დე­ბა­საც და გა­ნა­ცხა­და, რომ "ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლია და ამა­ზე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი ზრუ­ნა­ვენ“.

    "ასე­თი სი­სუ­ლე­ლე ადრე თვი­თონ გა­ხა­რი­ა­საც არ უთ­ქვამს, ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი და­ცუ­ლია, ამა­ზე ზრუ­ნა­ვენ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო დგას მყა­რად უსაფრ­თხო­ე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე და არა­ვის მი­თი­თე­ბა, მით უმე­ტეს გა­ხა­რი­ა­სი, არ ჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

    ამას­თან, კო­ბა­ხი­ძე სი­სუ­ლე­ლეს უწო­დებს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბას, რომ „არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, რუ­სეთ­თან სა­ზღვრე­ბი დრო­ე­ბით ჩა­ი­კე­ტოს“.

    ცნო­ბის­თვის, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მოწ­ვე­ვი­სა და რუ­სეთ­თან სა­ზღვრე­ბის დრო­ე­ბით ჩა­კეტვის­კენ მო­უ­წო­დებს.

    "მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, მო­იწ­ვი­ოს უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო და და­იც­ვას ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი! არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, დრო­ე­ბით ჩა­ი­კე­ტოს სა­ზღვრე­ბი რუ­სეთ­თან“,- წერს გა­ხა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

    შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ვაგ­ნე­რის” ლი­დერ­მა ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო „ვაგ­ნე­რის” პო­ზი­ცი­ებ­ზე დარ­ტყმებ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ სერ­გეი შო­ი­გუს­თან „გა­სარ­კვე­ვად მი­დი­ან”. პრი­გო­ჟი­ნის თქმით, „ეს სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა არაა, ეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მარ­შია“.

    მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრი­გო­ჟი­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, როს­ტო­ვის ქუ­ჩებ­ში ჯავ­შან­ტექ­ნი­კა გა­მოჩ­ნდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­და პრი­გო­ჟი­ნის კი­დევ ერთი გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, „ვაგ­ნერს“ დო­ნის როს­ტო­ვის სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი და აე­როდ­რო­მი კონ­ტროლ­ზე აქვს აყ­ვა­ნი­ლი.

    ამას­თან, რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­მო­ცე­მა „ტასი” სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მოს­კოვ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბია მი­ღე­ბუ­ლი, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი დაც­ვის ქვეშ აყ­ვა­ნი­ლია სა­ხელ­მწი­ფო შე­ნო­ბე­ბი.