სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "ამ ამბის გამო ჩემი ძმა კინაღამ დაიჭირეს... 5 ათასი გადავიხადეთ" - გოგა ბარბაქაძე მისი ოჯახის მძიმე პერიოდზე საუბრობს

    VIDEO: "ამ ამბის გამო ჩემი ძმა კინაღამ დაიჭირეს... 5 ათასი გადავიხადეთ" - გოგა ბარბაქაძე მისი ოჯახის მძიმე პერიოდზე საუბრობს
    10 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შემ­თხვე­ვა, რო­მელ­ზეც გოგა ბარ­ბა­ქა­ძე,ისა­უბ­რა, 2019 წელს მოხ­და. მა­შინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მსა­ხი­ო­ბის ძმა რეზი ნა­ცა­რიშ­ვი­ლი, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო პი­რის ერ­მი­ლე ნემ­სა­ძის ჯგუ­ფურ ცე­მა­სა და მუ­ქა­რის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი 5 ათა­სი ლა­რის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

    გოგა ამ­ბობს, რომ მისი ძმა ამ საქ­მე­ში გა­მარ­თლდა და ოჯახს თან­ხა უკან და­უბ­რუნ­და, თუმ­ცა ფაქ­ტი ძა­ლი­ან მძი­მე იყო. ერ­მი­ლე ნემ­სა­ძე მის მე­უღ­ლეს, მსა­ხი­ობ­სა და რე­ჟი­სორ მაია დო­ბორჯგი­ნი­ძეს აბ­რა­ლებ­და, რომ ქალი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ფიქ­ტი­უ­რად იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც ხელ­ფა­სის სა­ხით გარ­კვე­უ­ლი თან­ხა ერი­ცხე­ბო­და...

    გოგა ბარ­ბა­ქა­ძე:

    გას­ტროლ­ზე ვი­ყა­ვი თურ­ქეთ­ში და იმ პე­რი­ოდ­ში ჩემს ცოლს და­აბ­რა­ლა ერთ-ერ­თმა ადა­მი­ან­მა, რომ ვი­თომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და, თან ჩინი ჰქონ­და. ვი­დეო ჩა­წე­რა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამ დროს მა­ი­ამ ისიც არ იცო­და, სად იყო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა. ერთხელ რომ გა­ვი­ა­რეთ, ვუ­თხა­რი, აი, ეს არის შენი სამ­სა­ხუ­რი, იცო­დე-მეთ­ქი. ეს იყო ერთ-ერთი ამ­ბა­ვი, რო­დე­საც გა­მო­ვე­დი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

    ამ ადა­მი­ანს არც ვიც­ნობ­დი, მინ­დო­და შევ­ხვედ­რო­დი და მეთ­ქვა, რომ ვი­ღა­ცამ შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა. თემა იყო ის, რომ ვი­თომ მაია გა­ფორ­მე­ბუ­ლი იყო თავ­დაც­ვა­ში და იქი­დან იღებ­და ფულს. შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ ვი­ღა­ცას მი­ამ­სგავ­სა. ბევ­რჯერ მივ­წე­რეთ, შემ­დეგ იმ გო­გო­მაც მი­წე­რა, მე ვარ ფო­ტო­ზე, არ არის მისი მე­უღ­ლე და და­ა­ნე­ბეთ თა­ვიო, მაგ­რამ მა­ინც არ გა­ჩერ­და. შემ­დეგ ამ ადა­მი­ან­მა პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­თხო­ვა, რომ ვა­ვიწ­რო­ვებ­დით. ამ ამ­ბის გამო ჩემი ძმა კი­ნა­ღამ და­ი­ჭი­რეს.

    შემ­თხვე­ვა სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბაზ­ში მოხ­და, სა­დაც ჩემი ძმა მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვარ­ჯი­შობ­და და ეს კა­ციც იქ აღ­მოჩ­ნდა. რო­დე­საც და­მი­კავ­შირ­დნენ, ვუ­თხა­რი, რომ თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნათ, სა­ნამ მე არ მი­ვი­დო­დი, მას­თან ჩემი სათ­ქმე­ლი მქონ­და. ხელი არა­ვის და­ურ­ტყამს, ჩა­ცუც­ქუ­ლი იყო და უბ­რა­ლოდ ხელი ვკა­რი, რომ ჩემს ძმას არ მი­ახ­ლო­ვე­ბო­და და თავი მი­არ­ტყა. ჩა­ნა­წე­რე­ბიც არის. შემ­დეგ ჩემს ძმას იჭერ­დნენ, რომ ვი­თომ თავს და­ვეს­ხით.

    5 ათა­სი ლარი გი­რაო გა­და­ვი­ხა­დეთ, რომ ჩემი ძმა არ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ, სა­ნამ საქ­მე ძი­ე­ბა­ში იყო. სა­სა­მარ­თლო­ზე გა­მარ­თლა და თან­ხა დაგ­ვიბ­რუნ­და, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი ხომ იყო სა­ნერ­ვი­უ­ლო. წა­ვი­და მერე ის ადა­მი­ა­ნი და საფ­რან­გეთ­ში მი­ი­ღო თავ­შე­სა­ფა­რი, რო­გორც ჩემ­გან შე­ვიწ­რო­ვე­ბულ­მა. მოკ­ლედ, თუ ვინ­მეს უნდა, პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს ვა­კე­თებ ხუ­თი­ან­ზე...