სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ამდენი ხალხი მოვიდა და სირცხვილი იყო, თამაში წაგვეგო“ - გიორგი წიტაიშვილის განცხადება

    "ამდენი ხალხი მოვიდა და სირცხვილი იყო, თამაში წაგვეგო“ - გიორგი წიტაიშვილის განცხადება
    10 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინდელი მატჩი ბელგიასთან ევრო 2023-ზე ფრედ (2:2) დასრულდა.

    საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და 0:2-ზე გაიტანა გოლი.

    „მოედანზე შესვლისას უფრო დიდი მოტივაცია გვქონდა. სტადიონზე ამდენი ხალხი მოვიდა და სირცხვილი იყო, თამაში ასე (პირველი ტაიმის შედეგით) დამთავრებულიყო. მოედანზე ყველაფერი დავდეთ მატჩის შემოსატრიალებლად.

    ნიდერლანდებთან შეხვედრაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, ახლა უნდა დავისვენოთ, რადგან ძალიან რთული თამაში იყო. მესამე შეხვედრაზე ფიქრს კი ხვალიდან დავიწყებთ“, – ამბობს გიორგი წიტაიშვილი.აღსანიშნავია, რომ წიტაიშვილი ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში პოზნანის „ლეხში“ უთამაშებელი იყო. ამის მიუხედავად, 22 წლის შემტევი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებში ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა – პორტუგალიასთან ორი საგოლე გადაცემის შემდეგ, ბელგიასთან ანგარიშზე გოლი ჩაიწერა.