სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • UFC-ის მებრძოლმა ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი დაამარცხა

    UFC-ის მებრძოლმა ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი დაამარცხა
    10 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველ მებრძოლთა წარმატებები არ წყდება. UFC-ის მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ამერიკელი ჯოშ ემეტი მსაჯების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

    ილია ქვემსუბუქ წონაში მეცხრე ნომერია, ამერიკელი ჯოშ ემეტი კი მეხუთე ნომერი.

    ჯექსონვილში გამართული ბრძოლა UFC-ის ღონისძიების მთავარი მოვლენა იყო. 26 წლის თოფურიამ უპირატესობა ჩხუბის საწყის ეტაპზევე მოიპოვა და მეტოქეს ხუთივე რაუნდი მოუგო.

    ბოლო, მეხუთე რაუნდის დასაწყისში შეხვედრის ექიმმა 38 წლის ჯოშ ემეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა, მას თვალზე სერიოზული ზიანი ჰქონდა, თუმცა მას ბრძოლის გაგრძელების უფლება მისცეს.

    შედეგად, ილია თოფურია MMA-ში კვლავ დაუმარცხებელია, მას უკვე 14:0 ბალანსი აქვს და მომდევნო კვირაში ქვემსუბუქი წონის მეხუთე ნომერი გახდება. ამით ის კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდება საჩემპიონო ორთაბრძოლას.